Facebook Twitter

¹ას-869-1179-07 21 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი(თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ... ფონდის სამართალმემკვიდრე ... სააგენტოს წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 13 თებერვალს სსიპ ... ფონდის წარმომადგენელმა _ შ. კ-მა სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ თ. ჩ-სა და სს “ტ-ს” მიმართ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1954 წლის 16 მარტს საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა მოპასუხე თ. ჩ-ის მეუღლე _ მ. ჩ-ე, რის გამოც ოჯახის ოთხ წევრს დაენიშნა სარჩო, კერძოდ, მის ორ მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და ინვალიდ დედას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თ. ჩ-ე მეუღლის გარდაცვალების მომენტისთვის არ იყო შრომისუუნარო და მას სარჩო ეკუთვნოდ 1962 წლის ნოემბრამდე, სანამ მისი შვილი 8 წლის გახდებოდა. შვილების 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, თუნდაც მათი სწავლის პერიოდის გათვალისწინებით, თ. ჩ-ს სარჩო შვილების გამო აღარ უნდა მიეღო 1977 წლიდან. მოსარჩელის მითითებით, საქმეში არსებული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, მოპასუხე თ. ჩ-სათვის სს “ტ...ს” 1996 წლიდან დაეკისრა ერთდროულად 495 ლარის, ხოლო 1998 წლის იანვრიდან ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა, საქმეში კი სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩოს დანიშვნა მიიჩნია პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 35-ე მუხლის დარღვევად, რის გამოც მოითხოვა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 17 თებერვლის ¹2/57 სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება, თ. ჩ-ზე, მარჩენალის გარდაცვალების გამო, სარჩოს დანიშვნის საფუძვლიანობის შემოწმება და მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან დარიცხული მთელი პერიოდის სარჩოს თანხის მოსარჩელის სახაზინო ანგარიშზე აღდგენა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ... ფონდის წარმომადგენელ შ. კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... ფონდის წარმომადგენელმა _ შ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელ _ შ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს “ტ...ს” თ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 495 ლარის, ხოლო 1998 წლის იანვრიდან ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე, ხოლო სამოქალაქო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი მხარეებს არ შეუძლიათ გახადონ სადავოდ და იგი მხარეებისათვის სავალდებულოა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს Aგანჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... ფონდის წარმომადგენელმა _ შ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ... ფონდის წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ... ფონდის წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ... ფონდის წარმომადგენელ შ. კ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.