ას-873-1159-09 23 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე რ. ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ხ-ავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ი. ხ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე სს “ენერგო-პრო-ჯორჯიას” დაევალა მოსარჩელის მიმართ შედგენილი 2008 წლის 7 მაისის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის ¹003609 აქტისა და ამ აქტის შესაბამისად შედგენილი 2458,23 ლარის გადახდის ქვითრის გაუქმება. გადაწყვეტილების შესასრულებლად მოპასუხეს დაუწესდა ერთი თვე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ენერგო-პრო-ჯორჯიამ” და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ენერგო-პრო-ჯორჯიის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ხ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-ავამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი ი. ხ-ავას მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 5 ოქტომბერს (ს.ფ.196). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ი. ხ-ავამ ხარვეზი არ გამოასწორა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ხ-ავას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.