საქმე №214აგ-16 20 თებერვალი, 2017 წელი
ჩ-ა ჯ. 214აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ივნისის განაჩენით:
ჯ. ჩ-ა, _ დაბადებული 19.. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ჯ. ე-ი, _ დაბადებული 19.. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას მიესაჯა 32 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ე-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულების _ ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მსჯავრდებულ ჯ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად:
- ჯ. ჩ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე აღუდგა `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
- ჯ. ე-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე აღუდგა `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენში, კერძოდ:
- მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).
- მსჯავრდებულ ჯ. ე-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).
განაჩენში ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებულები - ჯ. ჩ-ა და ჯ. ე-ი გათავისუფლებული იყვნენ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
8. 2016 წლის 20 ოქტომბერს მსჯავრდებულებმა - ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით შერაცხული მსჯავრდების ნაწილში გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო: გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო გაყალბებული და დაუშვებელი მტკიცებულებები, კერძოდ - მოსამართლის ბრძანების გარეშე, უკანონოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევით ჩატარებული ფარული ვიდეოგადაღება, რომელშიც მათი გამოსახულება არ ჩანს და რომლის საფუძველზეც გამოძიებამ მოიპოვა სხვა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რის გამოც ყველა მათგანი წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას; ექსპერტმა ლ. ა-მ გასცა ყალბი დასკვნა და სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, რითაც მან ჩაიდინა დანაშაული; მათ წინააღმდეგ ასევე ცრუ ჩვენებები მისცეს მოწმეებმა - გ. რ-მ, დ. გ-მ და თ. მ-მ; ასევე გაყალბებულია - თ. მ-სა და ვ. ქ-თან ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმები; სისხლის სამართლის საქმეზე დართული ვიდეოგადაღების ამსახველი 2 დისკი არ არის ავთენტური და უცნობია მათი წარმომავლობა; მსჯავრდებულების უდანაშაულობას ამტკიცებს მათი ინიციატივით ჩატარებული ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ჯ. ჩ-მ და ჯ. ე-მ და მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორების მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ გაყალბებულია ამოცნობის ოქმები, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო ამ ექსპერტიზის გამცემმა ექსპერტმა და სხვა მოწმეებმა სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები და აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებები, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულებს არ წარმოუდგენიათ. რაც შეეხება კასატორების მიერ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში აღნიშნულ სხვა საკითხებს, მათ შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 18 იანვრის განჩინებაში (N162აგ-16) უკვე იმსჯელა, ხოლო იმავე გარემოებებზე განმეორებით მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი პალატას არ გააჩნია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ჯ. ჩ-სა და ჯ. ე-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი