ას-892-1199-07 მაისი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ო.კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქ.Qს ფილიალი
დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება
გასაჩივრებული განჩინება _ ქ.Qს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20..წ. .. ოქტომბერს ქ.Qს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ო.კ-ძემ და მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. განმცხადებლის განმარტებით, იგი მუშაობდა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ქ.Qს არამადნეულ და სამშენებლო მასალების კომბინატის დირექტორის თანამდებობაზე და იგი ქ.ქ.Qს მერის 19.. წ. . ნოემბრის ¹... განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან, რასაც განმცხადებელი მიიჩნევს პოლიტიკურ რეპრესიად იმ საფუძვლით, რომ იგი იმ პერიოდისათვის მხარს უჭერდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს.
ქ.Qს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილებით ო.კ-ძის განცხადება პოლიტიკურ მსხვერპლად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო.კ-ძემ.
ქ.Qს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო.კ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქ.Qს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა ქ.Qს საქალაქო სასამართლოს.
ქ.Qს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. მაისის გადაწყვეტილებით ო.კ-ძის განცხადება პოლიტიკურ მსხვერპლად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო.კ-ძემ.
ქ.Qს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. სექტემბრის განჩინებით ო.კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ.Qს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ო.კ-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო.კ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გამოყენებული სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, დადგენილია, რომ ო.კ-ძე მუშაობდა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ქ.Qს არამადნეული მასალების კომბინატის დირექტორის თანამდებობაზე და იგი ქ.Qს მერის 19.. წ. 1 ნოემბრის ¹... განკარგულებით “საგანგებო წესების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-4 მუხლის მესამე პუნქტისა და “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების მე-7 მუხლის “ა” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საგანგებო წესების მოქმედების პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების თავის არიდების გამო, გათავისუფლებულ იქნა “საქსაშენმასალების” ქ.Qს საქარმადნეულის კომბინატის დირექტორის თანამდებობიდან, რასაც განმცხადებელი მიიჩნევს პოლიტიკურ რეპრესიად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორი ვერ უთითებს პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც გამოიწვია სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
კასატორი უთითებს პოლიტიკურ რეპრესიად ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებებზე:
ქ.Qს მერის 19.. წ. . ნოემბრის ¹... განკარგულებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო;
ქალაქის მერის უშუალო განკარგულების საფუძველზე 19.. წ. .. დეკემბერს იყო დაპატიმრებული და 1 წლისა და 7 თვის შემდეგ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
19..-.. წლებში თვითონ და მისი ოჯახი განიცდიდდნენ დევნას.
კასატორის მიერ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი მიიჩნევს პოლიტიკურ რეპრესიად ისეთ იძულების ფორმებს, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა. ამასთან ერთად აღნიშნული მოქმედებები განხორციელებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, რაც უშუალო კავშირში უნდა იყოს დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით და სხვა.
განვიხილოთ ცალ-ცალკე განსახილველი ნორმით კასატორის მიერ მითითებული გარემოებები.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქ.Qს მერის 19.. წ. . ნოემბრის ¹... განკარგულებით განთავისუფლდა დაკავებულ თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო. აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პოლიტიკური რეპრესიის სხვერპლად აღიარებისათვის აუცილებელია, რომ კანონიერ ძალაში სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნეს მითითებული განკარგულება უკანონოდ, რაც წარმოადგენს ცალკე განხილვის (შრომითი სამართალურთიერთობები) საგანს. მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილებით შეიძლება დადგენილი იქნეს თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნის ფაქტი. ამასთან ერთად უნდა არსებობდეს ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ უკანონო დათხოვნის პოლიტიკურ მოტივზე. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ქ.Qს მერის 19.. წ. . ნოემბრის ¹... განკარგულების არაკანონიერად ცნობის შესახებ, რაც სამართლებრივად უსაფუძვლოს ხდის დათხოვნის პოლიტიკურ მოტივებზე მითითებას.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქის მერის უშუალო განკარგულების საფუძველზე 19.. წ. .. დეკემბერს იყო დაპატიმრებული 1 წლისა და 7 თვის განმავლობაში.
აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ განაჩენის არსებობა, აუცილებელია, რომ ერთობლიობაში არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი კომპონენტი, კერძოდ, უშუალო კავშირში უნდა იყოს დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით და სხვა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ნორმაში პოლიტიკურ რეპრესიის ჩამოთვლილი ფორმების გარდა კანონის მე-4 მუხლი ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიის ფორმებს, მაგრამ აღნიშნული ნორმა აკონკრეტებს პირებს, რომლებიც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ ის მსჯავრდებული იყო განსახილველი ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც უნდა ასევე არსებობდეს პოლიტიკური მოტივაცია.
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მოყვანილ მეორე არგუმენტთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გარემოება, რომელიც მიუთითებს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის უკანონობაზე, რომელიც როგორც მას მიაჩნია, გამოტანილი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, უნდა დადგინდეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ, “პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც რეაბილიტებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას.
ამრიგად, კასატორის მიერ არ დასტურდება არც მისი რეაბილიტაციიც ფაქტი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების სამართლებრივ წინაპირობას.
კასატორის მიერ ასევე არ დასტურდება მისი და მისი ოჯახის მიმართ პოლიტიკური დევნის ფაქტებიც, რაც უნდა გამოეკვლია და არ გამოიკვლია ან არასათანადოთ გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ.
კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ აღნიშნული მოქმედებები უნდა დასტურდებოდეს, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, რაც უშუალო კავშირში უნდა იყოს დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით და სხვა, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო.კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქ.Qს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.