ას-912-1193-09 21 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მ. გოგიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “გრანდოილის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე შპს “ბიზნესცენტრი სასტუმრო რუსთავის” სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის ტერიტორიოული სამსახურის, შპს “გრანდოილის”, შპს “იბეროილის” მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შპს “გრანდოილს” დაევალა ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 2033 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ხარვეზის განჩინება მხარეს 28 სექტემბერს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხარვეზის შევსების ვადა 2009 წლის 8 ოქტომბერს ამოეწურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “გრანოილის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.