Facebook Twitter

ას-919-1202-09 23 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ერდო-94-ის” და მისი წარმომადგენლის რ. ს-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “ერდო-94”ის სარჩელის გამო მოპასუხეები სს “ერდოს” და ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი და მოძრავი ქონების დაბრუნების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “ერდო-94-ის” და მისი წარმომადგენლის რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით კასატორს და მის წარმომადგენელს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა;

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და შპს “ერდო-94”-ს ჩაბარდა 2009 წლის 25 სექტემბერს (ს.ფ.139), ხოლო რ. ს-შვილს კი ამავე წლის 26 სექტემბერს (ს.ფ.140. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

2009 წლის 6 ოქტომბერს რ. ს-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ამა წლის 18 ოქტომბრამდე.

2009 წლის 8 ოქტომბერს რ. ს-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე ჩაბარდა 26 სექტემბერს, ხოლო განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე მის მიერ ვადაში იქნა შეტანილი. კასატორმა იმავე დღეს წარმოადგინა შპს “საქართველოს ფოსტის” წერილი საიდანაც ირკვევა, რომ შეკვეთილი წერილი ¹138 უზენაესი სასამართლოდან დამისამართებული შპს “ერდო-94”-ის მისამართით ... ქ. ¹4 შეცდომით ჩაბარდა იგივე მისამართზე სს “ერდოს” წარმომადგენელს ბ. ვ-ძეს.

საკასაციო პალატა გაეცნო აღნიშნულ განცხადებას და მიაჩნია, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი შპს “საქართველოს ფოსტის” წერილი არ აბითილებს საქმეში არსებულ საფოსტო შეტყობინებას (ს.ფ.139) იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინება შეცდომით ჩაბარდა ... ქ. ¹4-ში სს “ერდოს” წარმომადგენელს ბ. ვ-ძეს, რადგან საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა ერდო-94”-ს.

2009 წლის 21 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის – 245 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი და აუდიტის დასკვნა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის 245 ლარის ქვითარი და აუდიტის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არ დაიშვება.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ერდო-94-ის” და მისი წარმომადგენლის რ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

რ. ს-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 245 ლარის ოდენობით თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების თბილისის არასაგადასახდო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი -¹ 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - 300773150, დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.