¹ ას-935-1241-07 7 მაისი, 2008 წ.
ქ.თ.ი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.გ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ გ.ღ-ძე, ზ.ღ-ძე, მ.კ-შვილი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. ..ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.გ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. და ზ.ღ-ძეებისა და მ.კ-შვილის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 20.. წ. .. მაისს ქარელის რაიონის დ.აგარაში ე.წ. რუსთავის ....... ქარხნის ტერიტორიაზე, პირადი საკუთრების უფლებით შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ, რომლის შესყიდვის ხელშეკრულება გაატარა საჯარო რეესტრში და მიიღო მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. მოპასუხეები, რომლებიც მის მომიჯნავედ უკანონოდ ფლობენ მიწის ნაკვეთს, არ აძლევენ საშუალებას გამოიყენოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა.
ქარელის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . მარტის გადაწყვეტილებით ი.გ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აეკრძალათ ზ. და გ.ღ-ძეებს და მ.კ-შვილს ი.გ-შვილისათვის დ. აგარაში ე.წ. რუსთავის ....... ქარხნის ტერიტორიაზე 20.. წ. .. მაისს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული 1250 მ2 არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ფართთან მისასვლელი .. მეტრი სიგრძის საერთო სარგებლობის მისასვლელი გზით სარგებლობის ყოველგვარი ხელშეშლა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს გია და ზ.ღ-ძეებმა.
მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო თ.ის სააპელაციო სასამართლომ 20.. წ.. .. ნოემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც ზურაბ და გ.ღ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა იოსებ გიკაშვილმა.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს .. ოქტომბრის განჩინებით ი.გ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი.გ-შვილმა. მან აღნიშნა, რომ 20.. წ. .. ნოემბერს მის მარწმუნებელ მორთულა ბუთურიშვილს გარდაეცვალა მეუღლის ბიძა, რომლის დაკრძალვა დანიშნული იყო 20.. წ. .. ნოემბერს, სასამართლო პროცესის დღეს. მორთულა ბუთურიშვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს 20.. წ. .. ნოემბერს და ითხოვა საქმის განხილვის გადადება. ვინაიდან თვითონ ცუდად იყო, ვერ ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი.გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
დადგენილია, რომ გ. და ზ.ღ-ძეების საქმის განხილვა დაინიშნა 20.. წ. .. ნოემბერს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 20.. წ. .. ნოემბერს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ-შვილი და მისი წარმომადგენელი _ მორთულა ბუთურიშვილი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.123-126). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი.გ-შვილმა. მან მიუთითა, რომ იგი საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო, ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. მან წარმოადგინა ხაშურის რაიონის პოლიკლინიკის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ცნობა ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად, ვინაიდან ი.გ-შვილი სტაციონალურ მკურნალობას არ გადიოდა და მას შეეძლო პროცესის დღეს დაკავშირებოდა სასამართლოს და ეცნობებინა გამოუცხადებლობის მიზეზი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ი.გ-შვილმა ექიმს ავადმყოფობის გამო მიმართა არა პროცესი დღეს - 28 ნოემბერს, არამედ 30 ნოემბერს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, მ. B-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს საქმის გადადების მოთხოვნით, მაგრამ აღნიშნული განცხადება არ შეიძლება ყოფილიყო საქმის გადადების საფუძველი.
კასატორი მიუთითებს, რომ მორთულა ბუთურიშვილმა მას აცნობა იმის შესახებ, რომ იგი ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო პროცესზე. აქედან გამომდინარე, ი.გ-შვილს თვითონ შეეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადებულიყო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ი.გ-შვილის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და სწორად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი.გ-შვილი და მისი წარმომადგენელი მორთულა ბუთურიშვილი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი.გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.