საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-948-1254-07 .. ივლისი, 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.წ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ., მ. და მ. ფ-ძეები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქ.ის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის
გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების
გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
დავის საგანი –აუცილებელი გზის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.ის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ., მ. და მ. ფ-ძეებმა მოპასუხე მ. (ი.) ბ-ძის მიმართ. მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. ქ.ში, ...ის ქ. ¹2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჭიშკარი და შესასვლელი გზა ჰქონდა გ. ფ-ძესთან ერთად თანასარგებლობაში. გ. ფ-ძის მიერ თავისი სახლის გაყიდვის შემდეგ მ. (ი.) ბ-ძე გახდა ახალი მესაკუთრე, რომელიც წინააღმდეგი იყო მოსარჩელეებს ესარგებლათ ადრე საერთო სარგებლობაში არსებული ჭიშკრითა და შესასვლელი გზით.
მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის გამო ისინი აღმოჩნდნენ ჭიშკრისა და ეზოში შესასვლელი გზის გარეშე, რის გამოც მოითხოვეს მოპასუხის დავალდებულება მიეცა მათთვის საშუალება ესარგებლათ საერთო შესასვლელით.
ქ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ., მ. და მ. ფ-ძეებმა და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. აპრილის გადაწყვეტილება და ი. (მ.) ბ-ძე დავალდებული იქნა მოსარჩელეებისთვის მიეცა ...ის ქ.¹2-ში არსებული საერთო სარგებლობის შესასვლელის გამოყენების უფლება.
სააპელაციო პალატამ საქმეში არსებულ საჯარო რეესტრის ქ.ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 20..წ. 21 მარტს გაცემული ამონაწერის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქ.ში, ...ის ქ. ¹2-ში მდებარე ¹..3 მიწის ნაკვეთი 772 კვ.მ ფართობით და მასზე განთავსებული ორი საცხოვრებელი ოთახი, სულ 50,.. კვ.მ საერთო ფართით, 25,35 კვ.მ სამეურნეო ფართით, ..,20 კვ.მ ფართის მქონე ავტოფარეხით და დამხმარე ნაგებობებით ირიცხებოდა მოწინააღმდეგე მხარის ი. (მ.) ბ-ძის საკუთრებად, რომელმაც აღნიშნული საკუთრება შეიძინა გ. ფ-ძისაგან 20..წ. .. იანვარს სამისდღეშიო რჩენის პირობით საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მ., მ. და ლ. ფ-ძეები, რაც დასტურდებოდა ქ. ქ.ის ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის ტერიტორიული სამსახურის უქიმერიონის განყოფილების 20..წ. 1 აგვისტოს გაცემული ცნობით. მათ მიერ აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტები იყვნენ ამავე მისამართზე არსებული სახლის კეთილსინდისიერი მფლობელები.
ასევე დადგენილია, რომ საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს იმერეთის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ 20..წ. 30 მარტს გაცემული დასკვნა ¹4\..-ის შესაბამისად, ქ. ქ.ში, ...ის ქ. ¹2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, გარდა არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზისა, ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობა აღმოსავლეთის მხრიდან ნაკვეთის გამოყოფილ ნაწილში შეუძლებელი იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. (მ.) ბ-ძემ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ობიექტური შეფასება არ მისცა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს, ვინაიდან სასამართლომ დასახელებული დასკვნები გამოიყენა იმის დასამტკიცებლად, რომ ...ის ქ. ¹2-ში მდებარე ¹2 მიწის ნაკვეთს არ ჰქონდა ჯეროვანი კავშირი საჯარო გზებთან, რადგან შეუძლებელი იყო ალტერნატიული საავტომობილო გზის მოწყობა და, რომ ¹1 მიწის ნაკვეთი გამოყენებული უნდა ყოფილიყო, როგორც ფეხით, ისე სამანქანო შესასვლელად. კასატორის აზრით, სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ არ იმსჯელა დაცული იყო თუ არა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მანძილის ზღვრული ნორმები. ასევე კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს.
ასევე კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა სათანადო მოპასუხის საკითხი. დავის სასამართლო განხილვის დროს კასატორის მიერ გაყიდული იყო ¹1 მიწის ნაკვეთი და ნასყიდობის გარიგება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა შეეცვალა იგი სათანადო მოპასუხით, სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის სწორად გამოყენების შემთხვევაში იმისდა მიხედვით აპელანტები დაეთანხმებოდნენ თუ არა სათანადო მოპასუხის შეცვლას, დავის ბედი შეიძლება სხვაგვარად გადაწყვეტილიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა ქ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პლატის 20..წ. .. მაისის სასამართლო სხდომის ოქმით კასატორი ი. (მ.) ბ-ძე შეიცვალა კასატორ შ.წ-ძით.
20..წ. .. ივლისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა საკასაციო პალატას წარმოუდგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ.წ-ძესა და ლ., მ. და მ. ფ-ძეებს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი სახით:
შ.წ-ძე თანახმაა მის საკუთრებად აღრიცხულ მიწის ნაკვეთში ..35,48 მ2 არსებული გზით. ფართით 2188X3,50 მ2 ისარგებლონ ლ., მ. და მ. ფ-ძეებმა. ასევე საერთო სარგებლობაში დარჩეს ...ის ქუჩიდან შემოსასვლელი ჭიშკარი. საერთო სარგებლობაში არსებული გზიდან, გააგრძელოს და ლ. ფ-ძემ მოაწყოს მის საკუთრებაში არსებულ სახლთან მისასვლელი გზა შემდეგნაირად: გადაზომოს შ.წ-ძის კუთვნილი სახლის დასავლეთ კუთხიდან 7,20 მ-ი, ხოლო აღმოსავლეთ კუთხიდან 5,.. მ. გზის ნაწილის სიგანე იქნება 3,30 მ. გზა გამოიყენება ლ. ფ-ძის ეზოში ყველა სახის ავტომანქანის მისასვლელად და დასაყენებლად. ლ. ფ-ძის ეზოში შესავლელად გზის და ჭიშკრის მოწყობის ხარჯებს იღებს ლ. ფ-ძე, რაზეც მხარეები თანახმაა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის - 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ.წ-ძესა და ლ., მ. და მ. ფ-ძეებს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი სახით:
შ.წ-ძე თანახმაა მის საკუთრებად აღრიცხულ მიწის ნაკვეთში ..35,48 მ2 არსებული გზით. ფართით 2188X3,50 მ2 ისარგებლონ ლ., მ. და მ. ფ-ძეებმა. ასევე საერთო სარგებლობაში დარჩეს ...ის ქუჩიდან შემოსასვლელი ჭიშკარი. საერთო სარგებლობაში არსებული გზიდან, გააგრძელოს და ლ. ფ-ძემ მოაწყოს მის საკუთრებაში არსებულ სახლთან მისასვლელი გზა შემდეგნაირად: გადაზომოს შ.წ-ძის კუთვნილი სახლის დასავლეთ კუთხიდან 7,20 მ-ი, ხოლო აღმოსავლეთ კუთხიდან 5,.. მ. გზის ნაწილის სიგანე იქნება 3,30 მ. გზა გამოიყენება ლ. ფ-ძის ეზოში ყველა სახის ავტომანქანის მისასვლელად და დასაყენებლად. ლ. ფ-ძის ეზოში შესავლელად გზის და ჭიშკრის მოწყობის ხარჯებს იღებს ლ. ფ-ძე, რაზეც მხარეები თანახმაა.
დაუბრუნდეს შ.წ-ძეს ი. (მ.) ბ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 ლარის ნახევარი ..0 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
შ.წ-ძესა და ლ., მ. და მ. ფ-ძეებს შორის მორიგების გამო გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
განემარტოთ მხარეებს, რომ იგივე მხარეებს შორის იგივე დავაზე სასამართლოსათვის მომართვა დაუშვებელია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.