ას-962-1266-07 20 მაისი, 2008წ.
¹
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
კასატორები _ 1. ა. ჯ-შვილი, წარმომადგენელი ვ. კ-ძე (მოსარჩელე); 2. ვ. რ-ძე, წარმომადგენელი მ. ნ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ზიანის ა.ზღაურება, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20..წ. .. ივლისს თ.ის გ.-ნ.ის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ჯ-შვილმა მოპასუხე ვ. რ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით, მოპასუხის მიერ კედლის ძირში არსებული გაზონისა და თუთის ხის აღება და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას ხელშეშლის აღკვეთა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ა. ჯ-შვილი ცხოვრობს თ.ში, ტ.ს ქ. ¹..-ში მდებარე ერთსართულიან სახლში. მომიჯნავე სახლთმფლობელობის მეზობელმა ვ. რ-ძემ XX საუკუნის 70-იან წლებში თავისი სახლის რეკონსტრუქციის დროს მიწის მოთხრის გზით დაადაბლა მისი ეზო მოსარჩელის სახლის მზიდი კედლის მთელ სიგრძეზე, რის შედეგადაც კედლის საძირკველი დარჩა მიწის ზედაპირის ზემოთ. წლების განმავლობაში არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ კედელი არ გაამაგრა, რის გამოც ა. ჯ-შვილის საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოეცალა, კედელზე გაჩნდა გამჭოლი ბზარები, თავად კედელი გადაიხარა მოპასუხის სახლისკენ.
გარდა ამისა, კედლიდან 60 სმ-ის დაშორებით დგას თუთის ხე, რომლის ფესვებიც აზიანებს სახლის საძირკველს. 20..წ. თებერვალში მოპასუხემ მოსარჩელის კედლის მიმდებარედ მთელ სიგრძეზე მოაწყო ყვავილების გაზონი, რომლის მორწყვის შედეგად წყალი ჩაედინება საძირკველში და ეს კიდევ უფრო აზიანებს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის კედელს. 20..წ. .. აპრილის მიწისძვრამ კედელი მიიყვა. ავარიულ მდგომარეობამდე, რაც მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის არამართლზომიერ ქმედებასთან.
ზემოაღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ა. ჯ-შვილმა მიმართა შესაბამის ორგანოებს, კერძოდ, თ.ის ყოფილი ლენინის რაიონის აღმასკომს, ასევე თ.ის მერიის საქალაქო სამმართველოს გ.-ნ.ის რაიონის გამგეობას. . შემთხვევაში მოპასუხეს დაევალა საძირკვლის გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება, რაც მან არ გა.ხორციელა, ხოლო გ.-ნ.ის რაიონის გამგეობის ........წ. პასუხით ა. ჯ-შვილის განცხადებაში აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, თუმცა გამგეობამ მას განუმარტა, რომ მატერიალური ზარალის დადგენისა და იძულებითი წესით ა.ზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენდა.
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის თა.ხმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოსარჩელის მტკიცებით, მიწის მოთხრის შედეგად დამდგარი ზიანი ვ. რ-ძისათვის წინასწარ იყო სავარაუდო, იგი აღნიშნული მომენტიდანვე ირწმუნებოდა, რომ სახლის გასამაგრებელ სამუშაოებს ჩაატარებდა, თუმცა მისი დაპირება უშედეგო გამოდგა.
ვ. რ-ძის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობის განსასაზღვრად მოსარჩელემ საჭიროდ მიიჩნია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნა. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის მიხედვით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ა.ზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან მისთვის საჭიროა არათა.ზომიერად დიდი და.ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება (ს.ფ. 5-9).
მოპასუხე ვ. რ-ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა. ჯ-შვილის საცხოვრებელი სახლი 70-იან წლებში აშენდა. იგი აშენებულია ტექნიკური დარღვევებით. სახლს აქვს უნებართვო მიშენება, რომელიც სადავო თუთის ხესთან ახლოსაა. თუთის ხე მიშენებამდე იყო დარგული. აღნიშნული სახლი დაზიანებულია მიწისძვრის შედეგად, სახლს არა აქვს სარტყელი, რის გამოც სეისმურად არაგამძლეა. ა. ჯ-შვილი ვერ ასაბუთებს, კონკრეტულად, რა ზიანი მიაყენა მოპასუხემ, შესაბამისად, არ დგინდება, ყველა ის დაზიანება, რაც სახლს გააჩნია, არის თუ არა მოპასუხის ბრალით გამოწვეული (ს.ფ. 62-64).
თ.ის გ.-ნ.ის რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ჯ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 66-68).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში აპელანტმა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დააკონკრეტა და მოპასუხისათვის 6000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა (ს.ფ. 72-73).
თ.ის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ. .. ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარე ვ. რ-ძის გამოუცხადებლობის გამო გაუქმდა თ.ის გ.-ნ.ის რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 98-99).
თ.ის გ.-ნ.ის რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. მარტის გადაწყვეტილებით ა. ჯ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გაზონის მორწყვისა და ატმოსფერული ნალექების შედეგად მოსარჩელის სახლის საძირკველს შესაძლოა გარკვეული საფრთხე ექმნებოდა, მაგრამ აღნიშნული დაზიანება სარწმუნოდ არ დგინდებოდა, გარდა ამისა, ზიანის ოდენობას, ასევე ამ ზიანის მოპასუხის მიერ ანაზღაურების ვალდებულებას, მხარე ვერ ადასტურებდა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სახლისათვის მიყენებული დაზიანება არ შეიძლებოდა მთლია.დ მოპასუხის ბრალით ყოფილიყო გამოწვეული, რამდენადაც საქმეზე დგინდებოდა, რომ სახლი ძალიან ძველი იყო, ამასთან, გასათვალისწინებელი იყო თ.ში 20.. წ. მომხდარი მიწისძვრის სიძლიერე.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თა.ხმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების შედეგად. სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობდა, ამასთან, არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა (ს.ფ. 148).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტის მითითებით, რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებებს და ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ ვ. რ-ძის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სასამართლომ ა. ჯ-შვილის სახლის დაზიანების მიზეზად მიუთითა მისი სიძველე და თ.ში 20.. წ. მომხდარი მიწისძვრის სიძლიერე, მაშინ როცა 20..წ. მიწისძვრამდე დიდი ხნით ადრე აღნიშნულ კედელს უკვე გააჩნდა ბზარები. ამას ადასტურებდა თბილქალაქაღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს საპროექტო კანტორის 19.. წლის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, შენობის მარჯვენა ტორცულ კედელზე შეიმჩნეოდა ბზარები, კედლის დეფორმაცია იმით იყო გამოწვეული, რომ მისი ფუნდამენტი ¹.. საცხოვრებელი სახლის მხრიდან მთლია.დ იყო გაშიშვლებული და ასფალტის სარინელის უქონლობის გამო ფუნდამენტის ქვეშ ჩაედინებოდა ზედაპირული წყლები, რაც ხელს უწყობდა გრუნტის სუფოზიას. დასკვნაში აღნიშნული იყო ისიც, რომ საძირკვლის გაშიშვლებამ ¹.. საცხოვრებელი სახლის მხრიდან გარკვეულწილად შეამცირა გრძივი კედლის სეისმედეგობა და ხელი შეუწყო გრძივ და განივ კედლებს შორის კავშირის რღვევას.
აპელანტის აზრით, მოპასუხე ვალდებული იყო მიწის მოთხრისთა.ვე შეესრულებინა მისი საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რის განხორციელებასაც იგი განზრახ თავს არიდებდა (ს.ფ. 151-153).
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ექსპერტის დასკვნით განისაზღვრა ა. ჯ-შვილის საცხოვრებელ სახლზე დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრების სამუშაოთა სახარჯთაღრიცხვო ღირებულების გაანგარიშება 7314 ლარის ოდენობით (ს.ფ. ..6-..7).
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ.ის გ.-ნ.ის რაიონული სასამართლოს 20.. წ .. მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ჯ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. რ-ძეს ა. ჯ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 3657 ლარის ოდენობით, ვ. რ-ძეს აეკრძალა მისი ეზოს მეშვეობით ა. ჯ-შვილის საცხოვრებელი სახლის საძირკველზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების ხელშეშლა, მასვე დაევალა გამწვანების გაზონისა და თუთის ხის აღება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ვ. რ-ძის მიერ ა. ჯ-შვილის საცხოვრებელი სახლის მარჯვენა კედლის გასწვრივ მიწის საფარის მოცლის ფაქტი, რის შემდეგაც ა. ჯ-შვილის მიერ მთელ სიგრძეზე მიმაგრებული ბეტონის გარსი, რომელიც მისი განმარტებით წარმოადგენდა სარინელს, დარჩა უფუნქციოდ.
სააპელაციო სასამართლომ ადგილზე დათვალიერებით, აგრეთვე სასამართლო საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის 20.. წ. . აგვისტოს დასკვნის მიხედვით დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ თ.ში, ტ.ს ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედლის ძირში ვ. რ-ძის მიერ მიწის მოთხრის შედეგად ფუნდამენტის გაშიშვლებასა და კედლების დეფორმაციას შორის არსებობდა ნაწილობრივი მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. კანონის აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სხვა პირისაგან (მოწინააღმდეგე მხარისგან) მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლება ა. ჯ-შვილს წარმოეშვა გასული საუკუნის 70-იან წლებში, მისი უფლების ხელყოფა გრძელდება დღემდე.
სასამართლომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მიუთითა საქმეში არსებულ ექსპერტის დასკვნაზე, რომლის თა.ხმად ა. ჯ-შვილის საცხოვრებელ სახლს ესაჭიროება 7314 ლარის ღირებულების სამუშაოების ჩატარება. იმის გათვალისწინებით, რომ ვ. რ-ძის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი დგინდებოდა ნაწილობრივ, მან მიზანშეწონილად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარეს დაკისრებოდა დაზიანების აღმოსაფხვრელად დადგენილი ხარჯების ნახევარი _ 3657 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ საფუძვლია.დ მიიჩნია ა. ჯ-შვილის მოთხოვნა კედლის გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისას მოპასუხის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. სამოქალაქო კანონმდებლობა უკრძალავს მესაკუთრეებს უფლების ბოროტად გამოყენებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ვ. რ-ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა.
რაც შეეხებოდა მოთხოვნებს მოპასუხის მიერ კედლის ძირში არსებული გაზონისა და თუთის ხის აღების შესახებ, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის საცხოვრებელი სახლის კედლის მწვავე დაზიანების გათვალისწინებით, მის გასწვრივ არსებული აღნიშნული გაზონი უნდა აღებულიყო, რამდენადაც შესაძლებელი იყო მას გამოეწვია აპელანტის საცხოვრებელი სახლის ჯდენა და კედლების შემდგომი დეფორმაცია. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ჯ-შვილის საცხოვრებელი სახლის მარჯვენა განაპირა კედლის გვერდიდან 0.78 სმ-ის დაშორებით არსებული თუთის ხე არ აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმებისა და წესების 4.12 პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი სახლის გარე კედლიდან ხის ტანის ღერამდე საჭირო 5-მეტრიანი მანძილის არსებობის მოთხოვნას, თუთის ხის აღების მოთხოვნის ნაწილშიც ა. ჯ-შვილის სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 375-379).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. რ-ძემ (წარმომადგენელი მ. ნ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მის მიერ სადავო კედლის სიგრძეზე ყვავილების გაზონის მოწყობასა და დამდგარ ზიანს შორის ნაწილობრივი მიზეზობრივი კავშირის არსებობის თაობაზე, რამდენადაც აღნიშნული გაზონი 6 წლის წინაა გაკეთებული, კედლის დეფორმაცია კი 70-იანი წლებიდან შეიმჩნევა.
კასატორის მითითებით, მოცემულ დავაზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ შენობის ორივე მხარეს აღინიშნება გამჭოლი ბზარები, მისი ბრალეულობის შემთხვევაში კი სახლი მხოლოდ ერთ მხარეს დაზიანდებოდა. ამასთან, საინჟინრო-ტექნიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ა. ჯ-შვილის სახლის მშენებლობისას არ იყო გათვალისწინებული ანტისეისმური ღონისძიებები, ა. ჯ-შვილის მიერ დარღვეულ იქნა საზღვარი, ტ.ს ქ. ¹..-ში მდებარე სახლის კედელი განთავსებულია ტ.ს ქ. ¹..-ის სახლთმფლობელობის საზღვარზე.
კასატორის მტკიცებით, ა. ჯ-შვილის სახლი გაზონის მოწყობამდეც ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მოპასუხის მიერ მიწის მოთხრამდე სახლს გააჩნდა დაზიანებები, რომელთა შემდგომი განვითარების თავიდან აცილების მიზნით მოეწყო ბეტონის კედელი, რაც ტექნიკური თვალსაზრისით გაუმართლებელია. სამშენებლო ნორმებისა და წესების თა.ხმად ზედაპირული წყლების ფუნდამენტში ჩადინების ასაცილებლად სახლს ირგვლივ უნდა ჰქონდეს სარინელი და არა ბეტონის კედელი. იმ დროისათვის არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად უნდა მოწყობილიყო საძირკვლის გამაგრება ქვემოდან ბეტონის შესხმით. ასეთი სამუშაო ა. ჯ-შვილს არ განუხორციელებია.
გარდა ამისა, კასატორი ა. ჯ-შვილის მიერ მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტს უკავშირებს მისთვის მიწის ამოღების ფაქტის გაგებას და აღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევს (ს.ფ. 384-386).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ა. ჯ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 3657 ლარის ნაცვლად 7314 ლარის დაკისრება, ასევე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხისა და ყველა ხარჯის ანაზღაურება.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოწინააღმდეგე მხარისათვის დაზიანების აღმოსაფხვრელად დადგენილი ხარჯების ნახევრის _ 3657 ლარის დაკისრების თაობაზე. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვით ვ. რ-ძის მიერ მოთხრილი მიწის შედეგად ფუნდამენტის გაშიშვლებასა და კედლების დეფორმაციას შორის არსებობს ნაწილობრივი მიზეზობრივი კავშირი, ხოლო თუ რა ოდენობით, ასეთის დადგენა დღეისათვის ექსპერტიზით ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია. კასატორის მოსაზრებით, დასკვნის ეს ნაწილი გამომდინარეობს დასკვნის . პუნქტში ჩამოყალიბებული იმ უსწორო დებულებიდან, თითქოს სახლის კედლების დეფორმაცია გასული საუკუნის 70-80-იან წლებში კედლის ძირში ფუნდამენტის გაშიშვლებით არის გამოწვეული.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოწინააღმდეგე მხარისათვის მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის, კერძოდ, ექსპერტიზის საფასურის დაკისრების აუცილებლობა, რამდენადაც აღნიშნული საფასური მხოლოდ მან გადაიხადა (ს.ფ. 387-391; 410-4..).
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორ ვ. რ-ძის წარმომადგენელმა მ. ნ-შვილმა უარი გა.ცხადა საკასაციო საჩივარზე გამწვანების გაზონისა და თუთის ხის აღების მოთხოვნების ნაწილში და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში საკასაციო წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. რ-ძის (წარმომადგენელი მ. ნ-შვილი) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შეწყდეს წარმოება ვ. რ-ძის საკასაციო საჩივარზე გამწვანების გაზონისა და თუთის ხის აღების ნაწილში თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილება, ვ. რ-ძის საკასაციო საჩივარი და.რჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, ვ. რ-ძეს ა. ჯ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს ა. ჯ-შვილის მიერ გადახდილი ექსპერტიზის საფასურის ნახევარი _ 147.5 ლარი, და.რჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვ. რ-ძის წარმომადგენელმა მ. ნ-შვილმა უარი გა.ცხადა საკასაციო საჩივარზე გამწვანების გაზონისა და თუთის ხის აღების მოთხოვნების ნაწილში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. რ-ძეს მ. ნ-შვილისათვის მინიჭებული აქვს სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლია.დ უარის თქმის უფლებამოსილება. აღნიშნული რწმუნებულება ვადაშია და მარწმუნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვ. რ-ძემ გამწვანების გაზონისა და თუთის ხის აღების მოთხოვნების ნაწილში წარმომადგენლის მეშვეობით საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნევს, რომ გამწვანების გაზონისა და თუთის ხის აღების მოთხოვნების ნაწილში ვ. რ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მოცემულ ნაწილში უნდა შეწყდეს საკასაციო საჩივრის წარმოება.
საკასაციო სასამართლო 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე განუმარტავს კასატორს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, ა. ჯ-შვილის სასარგებლოდ 3657 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებისა და ვ. რ-ძისათვის მისი ეზოს მეშვეობით ა. ჯ-შვილის საცხოვრებელი სახლის საძირკველზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების ხელშეშლის აკრძალვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის .ი ნაწილის თა.ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, თ.ში, ტ.ს ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედლის ძირში ვ. რ-ძის მხრიდან მიწის გამოღებასა და ა. ჯ-შვილის სახლის კედლების დეფორმაციას შორის არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობისათვის აუცილებელი პირობაა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 7 აგვისტოს ექსპერტის დასკვნის ერთობლიობაში შეფასების შედეგად გამოტანილ დასკვნას თ.ში, ტ.ს ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედლის ძირში ვ. რ-ძის მიერ მოთხრილი მიწის შედეგად ფუნდამენტის გაშიშვლებასა და კედლების დეფორმაციას შორის ნაწილობრივი მიზეზობრივი კავშირის არსებობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გამორკვეულია, რომ ა. ჯ-შვილისა და ვ. რ-ძის საცხოვრებელ სახლებს ჰყოფთ საერთო კედელი, რომელიც ა. ჯ-შვილი სახლისათვის მზიდი კედელია. აღნიშნული მზიდი კედელი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, კედლის მთელ სიგრძეზე და ჭერზე აღინიშნება დაზიანებები და ბზარები, საყრდენი კედელი დაახლოებით 5-10 სანტიმეტრით დაცილებულია ჭერს, ამასთან, ა. ჯ-შვილის საცხოვრებელი სახლის სხვა ოთახებს აღენიშნება გაცილებით მცირე ბზარები, ვიდრე მზიდ კედელს. 20.. წ. . აგვისტოს ექსპერტის დასკვნის თა.ხმად, ქ. თ.ში, ტ.ს ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედლის ძირში ვ. რ-ძის მიერ მოთხრილი მიწის შედეგად ფუნდამენტის გაშიშვლებასა და კედლების დეფორმაციას შორის არსებობს ნაწილობრივი მიზეზობრივი კავშირი.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორ ვ. რ-ძის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს, რამდენადაც ა. ჯ-შვილის საცხოვრებელი სახლის მარჯვენა განაპირა კედელს მის მიერ მიწის მოთხრამდეც გააჩნდა დაზიანებები, სახლის ყველა კედელი დაზიანებულია, ექსპერტის დასკვნის თა.ხმად, სახლი არ არის აშენებული სეისმურ რაიონებში მშენებლობის დროს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილია, რომ ა. ჯ-შვილის საცხოვრებელი სახლის კედელი განსაკუთრებით მწვავედ დაზიანებულია სწორედ ვ. რ-ძის მომიჯნავე მხარეს, ხოლო აღნიშნული სახლის სხვა კედლებზე აღინიშნება გაცილებით მცირე ბზარები. ის გარემოება, რომ საქმეზე ჩატარებულმა საინჟინრო-ტექნიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა ა. ჯ-შვილის სახლის მშენებლობისას ანტისეისმური ღონისძიებების გაუთვალისწინებლობა, არ გამორიცხავს, თავის მხრივ, მოპასუხის მიერ მოთხრილი მიწის შედეგად ფუნდამენტის გაშიშვლებასა და კედლების დეფორმაციას შორის ნაწილობრივი მიზეზობრივი კავშირის არსებობას, როგორც ეს საქმეზე ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასება იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სადავო შემთხვევაში ა. ჯ-შვილის საცხოვრებელ სახლზე გამოწვეული ზიანი წარმოადგენს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ქმედების ერთობლივ შედეგს. იმავე მოტივით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ ა. ჯ-შვილის მოთხოვნას სახლზე მიყენებული მთელი ზიანის ვ. რ-ძისათვის დაკისრების შესახებ. 20.. წ. . აგვისტოს ექსპერტის დასკვნის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ქ. თ.ში, ტ.ს ქ. ¹..-ში მდებარე ა. ჯ-შვილის საცხოვრებელი სახლი არ არის აშენებული სეისმიურ რაიონებში მშენებლობის დროს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. გარდა ამისა, ........ სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 20.. წ. .. აგვისტოს დასკვნის მიხედვით, ზედაპირული წყლების ფუნდამენტში ჩადინების ასაცილებლად საჭიროა გრძივი კედლის ქვეშ საძირკველის გამაგრება ბეტონის შედგმით და საძირკვლის გაძლიერების შემდეგ მის მთელ სიგრძეზე ბეტონის სარინელის მოწყობა, წარსულში სამუშაოები განხორციელდა მითითებული გრძივი კედლის ქვეშ საძირკვლის გასამაგრებლად მის პარალელურად ბეტონის ჩასხმით ძირში შედგმის გარეშე. აღნიშნული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში ა. ჯ-შვილს, როგორც დაზარალებულს, თავის მხრივ, შეეძლო, შეემცირებინა მიყენებული ზიანი, რაც არ განუხორციელებია. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის მუხლის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ა.ზღაურების ვალდებულება და ა.ზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ბრალის არსებობის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაზიანების აღმოსაფხვრელად დადგენილი ხარჯების _ 7314 ლარის ნახევრის _ 3657 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ ვ. რ-ძის მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. ამ შემთხვევაში მოპასუხის ქმედებით გამოწვეულ სახლის დაზიანებასა და მოსარჩელის შესაბამისი უფლების დარღვევას დენადი ხასიათი აქვს და დროში განგრძობადია. იმის მიუხედავად, რომ ა. ჯ-შვილის საცხოვრებელ სახლზე, კერძოდ, ვ. რ-ძის მომიჯნავე მხარეს არსებულ კედელზე მიწის საფარი გამოეცალა და ფუნდამენტი გაშიშვლდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, აღნიშნული ქმედებით სახლზე ზიანის მიყენება, რომლის აღმოსაფხვრელად ვ. რ-ძემ არაფერი იღონა, კვლავ გრძელდება. შესაბამისად, ა. ჯ-შვილის მოთხოვნა ზიანის ა.ზღაურების შესახებ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორ ა. ჯ-შვილის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვ. რ-ძეს ა. ჯ-შვილის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ უკა.სკნელის მიერ გადახდილი ექსპერტიზის საფასურის _ 295 ლარის ნახევარი _ 147.5 ლარი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის .ი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, მხარეს ეკისრება მეორე მხარის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილება გამოტანილია ხარჯების გამღები მხარის სასარგებლოდ, თუნდაც მოწინააღმდეგე მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე ნორმის თა.ხმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა. ჯ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო საქმის მასალებით დგინდება მოსარჩელის მიერ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების სრულად გაღება, კერძოდ, საქმეში არსებული საექსპერტო საქმიანობის მიღება-ჩაბარების აქტისა და სალაროს შემოსავლის ორდერის თა.ხმად, შესრულებული საექსპერტო სამუშაოს საფასური _ 295 ლარი მთლია.დ გადახდილია ა. ჯ-შვილის მიერ (ს.ფ. ..8, 419). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. რ-ძეს ა. ჯ-შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკა.სკნელის მიერ გადახდილი ექსპერტიზის საფასურის ნახევარი _ 147.5 ლარი და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ. რ-ძის (წარმომადგენელი მ. ნ-შვილი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება ვ. რ-ძის საკასაციო საჩივარზე გამწვანების გაზონისა და თუთის ხის აღების ნაწილში თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. ვ. რ-ძის საკასაციო საჩივარი და.რჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ა. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. ვ. რ-ძეს ა. ჯ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს ა. ჯ-შვილის მიერ გადახდილი ექსპერტიზის საფასურის _ 295 ლარის ნახევარი _ 147.5 ლარის ოდენობით;
6. და.რჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.