Facebook Twitter

საქმე №602აპ-16 ქ. თბილისი

ჟ-ი ს., 602აპ-16 6 მარტი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განაჩენით ს. ჟ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

3. ნივთიერი მტკიცებულება - გ. ყ-ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილებაში უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა CD-R დისკზე და შპს „…..“ ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენით მსჯავრდებულ ს. ჟ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

6. 2015 წლის 12 ნოემბერს, ღამით, დაახლოებით 0310 საათზე, ქუთაისში, ….. №…..-ში განთავსებულ შპს „…..“ ავტოგასამართ სადგურზე, ს. ჟ-მ გ. ყ-ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

7. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

8. მსჯავრდებულ ს. ჟ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და გამოსაცდელი ვადის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ს. ჟ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ს. ჟ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, კერძოდ: მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც ნანობს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიაჩნია, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანი იქნება მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება იმ მიმართებით, რომ გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ს. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. ს. ჟ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე ს. ჟ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ს. ჟ-ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულება - გ. ყ-ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა CD-R დისკზე და შპს „…..“ ვიდეოჩანაწერი DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი