#12აპ-17 ქ. თბილისი
ხ-ე ი., 12ap-17 23 მარტი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – გრიგოლ კეზევაძის
ადვოკატ – ზ. მ-ს
მსჯავრდებულ – ი. ხ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით ი. ხ-ე, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. ..…, ….. ქ. #.....-ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ….., ….. ქ. #.....-ში, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი. ხ-მ დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0, 3335 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც ….. რაიონის სოფელ ….. 2015 წლის 6 დეკემბერს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.
2. აღნიშნული ქმედებისათვის ი. ხ-ს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ხ-ე დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში, მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 27 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 დეკემბრიდან 2015 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
ი. ხ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ი. ხ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ე. ხ-ს (პ/ნ …..) საკუთრებაში არსებულ, ქ. ….., ….. ქუჩა N …..-ში მდებარე უძრავი ქონების (ზონა ….., სექტორი ….., კვარტალი - ….., ნაკვეთი - ….., კოდი ….., საკადასტრო კოდი - …..) – 10.000 (ათი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
ნივთმტკიცება: ოთხ ცალად დაფასოებული, საერთო წონით - 1, 324 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, რომელიც ინახება შს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული ი. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებასა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
5. პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის აღიარება და 2017 წლის 10 მარტს საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და სამტრედიის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ მელაძეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
6. 2017 წლის 14 მარტს სამტრედიის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მარიამ მელაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ი. ხ-ს შორის 2017 წლის 10 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული ი. ხ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე 3 წელი ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 5.000 ლარი. ი. ხ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
7. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ კეზევაძემ დააზუსტა შუამდგომლობა და ითხოვა: ი. ხ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მიესაჯოს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 5.000 ლარი; ი. ხ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
8. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობებით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ი. ხ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. მ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორსა და მსჯავრდებულ ი. ხ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ი. ხ-ს აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ნ. კ-ს, ლ. ფ-ს ჩვენებებით, ი. ხ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით ი. ხ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ი. ხ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ი. ხ-ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, სამტრედიის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ მელაძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. ხ-ს მიმართ დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ მარიამ მელაძესა და მსჯავრდებულ ი. ხ-ს შორის.
4. ი. ხ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მიესაჯოს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 5.000 ლარი.
5. მსჯავრდებულ ი. ხ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 27 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 6 დეკემბრიდან 2015 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
6. ი. ხ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
7. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. ი. ხ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ე. ხ-ს (პ/ნ …..) საკუთრებაში არსებულ, ქ. ….., ….. ქუჩა N …..-ში მდებარე უძრავი ქონების (ზონა ….., სექტორი ….., კვარტალი - ….., ნაკვეთი - ….., კოდი ….., საკადასტრო კოდი - …..) – 10.000 (ათი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
9. ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი