საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №18აპ-17 28 აპრილი, 2017 წ.
ც-ე კ., 18აპ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია გელბახიანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენით კ. ც-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2003 წლამდე რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
კ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2003 წლის 18 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2003 წლის 18 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კ. ც-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელების მოხდისაგან; საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით (საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქცია. გათვალისწინებულია სსკ-ის 2003 წლის 18 თებერვლამდე მოქმედი რედაქციის სანქციის მინიმუმი) - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა და საბოლოოდ კ. ც-ს განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
კ. ც-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდა.
კ. ც-ს სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებულ უნდა იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატამ სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია გელბახიანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია გელბახიანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი