Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №65აპ-17 27 აპრილი, 2017 წ.

გ-ა ზ., 65აპ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ ხურციას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის განაჩენით ზ. გ-ა, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით (1961 წლის 1 მარტის რედაქცია) (გ. ბ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1961 წლის 1 მარტის რედაქცია) (ო. და ბ. უ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1961 წლის 1 მარტის რედაქცია) (ა. შ-ს, ნ. და თ. ე-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

ზ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

გამართლებულ ზ. გ-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-ე -228-ე მუხლების (2005 წლის 28 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით (განაჩენში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) გასწორდა ამავე სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის განაჩენში დაშვებული უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა შემდეგი: ზ. გ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით (1961 წლის 1 მარტის რედაქცია) (გ. ბ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1961 წლის 1 მარტის რედაქცია) (ო. და ბ. უ-ს ეპიზოდი), სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით (1961 წლის 1 მარტის რედაქცია) (ა. შ-ს, ნ. და თ. ე-ს ეპიზოდი), სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 28 დეკემბრის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატამ სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ ხურციას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი