საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #716ap-16. ქ. თბილისი
ც. გ-ა-716აპ–16. 25 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით გ. ც., –ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 11 წლით, ხოლო 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. ც-ას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა: გ. ც. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. გამართლებული გ. ც. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლების (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) საფუძველზე მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე