საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№651აპ-16 ქ. თბილისი
ჩ. მ-ლ, 651აპ-16 25 აპრილი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განაჩენით მ. ჩ., ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ. ჩ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და საბოლოოდ მ. ჩ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით. მ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 19 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
· 2015 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 საათზე, რ-ის -ის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ჩ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ძ-ს, კერძოდ, მან რამდენჯერმე დაარტყა ხელი დაზარალებულს სახეში, რა დროსაც ნ. ძ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისას გამოწვეულ ხმაურზე რ-ის N--ში მდებარე მაღაზია “-----“ გამოვიდა თანამშრომელი დ. ტ. და იმ მიზნით, რომ მ. ჩ-ს არ გაეგრძელებინა ნ. ძ-თვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ეს უკანასკნელი მაღაზიაში უკანა შესასვლელიდან (ე.წ. იტალიურ ეზოში მდებარე) შეიყვანა. ამის შემდეგ მ. ჩ. გახდა უფრო აგრესიული. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დაახლოებით 20-30 ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის - ეზოში მცხოვრებნიც, იგი განაგრძობდა ყვირილს, გინებასა და ძალის გამოყენებით ცდილობდა შეეღწია მაღაზია „----“ მ. ჩ-ემ რკინის ხელკეტით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომლებს: ი. ბ-ს, ა. დ-სა და ს. ს-ეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას უსაფუძვლობის გამო და გამამართლებელი განაჩენის გამოატანას. კასატორის მოსაზრებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები ჯეროვნად არ შეუსწავლიათ და არც მტკიცებულებები შეუფასებიათ სწორად, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა. მ. ჩ-თვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირის მოცემულ დანაშაულში მსჯავრდებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №424აპ-16, №510აპ-15, №104აპ-15, №109აპ-10). აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი განსახილველ შემთხვევაში არ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით საქმის განხილვას, რასაც შესაძლოა, ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, საქმის მასალათა თანახმად, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს არ ყოფილა არასრულწლოვანი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე