ას-991-1191--08 30 აპრილი, 2009წ.
q. Tbilisi
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზოია ჩიხლაძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ნ. ა.-ჩ.ე, ა. მ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება—ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი---სამკვიდრო ქონების მიღებულად ცნობა და უძრავი ქონების ნაწილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
N ნ. ა.-ჩ-ემ და ა. მ-ამ შეიტანეს სარჩელი და აღნიშნეს, რომ ი. ჩ-ე გარდაიცვალა 1951 წელს. Mმას დარჩა სამი ვაჟი- დ., ა. და ი., ასევე ერთი ქალიშვილი ო., რომლებიც გარდაიცვალნენ სხვადასხვა დროს. თავის მხრივ დავითს დარჩა ერთი ქალიშვილი ნ. და მეუღლე ნ.ა ა.-ჩ-ე. Aა. ჩ-ეს დარჩა შვილი ზ., ი. ჩ-ეს – ლ. და მ., ო. ჩ-ეს ვაჟები _ ა. და ა. მელუები.
ივანე ჩიხლაძის დანატოვარი ქონების ფლობას მისი სიკვდილის შემდეგ შეუდგა მისი ვაჟიშვილი დ., რომელიც იყო თანმყოფი მემკვიდრე შვილითა და მეუღლით. სამკვიდრო ქონებიდან გარკვეული ნივთების მიღებით სამკვიდრო მიიღო ქალიშვილმა ოლიამაც, ნაწილობრივ შეხება ჰქონდა ამ ქონებასთან ივანეს.
დღეისათვის სამკვიდროს 1\4 მიღებული აქვს ლ. ჩ-ეს, რაც შეეხება ა. მ-ას და ნ. ა-ეს, მათ მიერ წარდგენილი მასალები ნოტარიუსმა არ ცნო საკმარისად და დადგენილებით უარი თქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ვადის გაშვების გამო.
ზ. ჩ-ეს არც ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით და არც ფაქტიური დაუფლებით სამკვიდრო მიღებული არა აქვს. Nნ. ჩ-ე 1951 წლიდან ფაქტიურად ფლობს სამკვიდროს, ხოლო საოჯახო ნივთების სახით სამკვიდროს ნაწილი მიღებული აქვს ა. მ-ას. მოსარჩელეებმა ნ. ა.-ჩ-ეm და ა. მ-ამ მოითხოვეს დადგენილ იქნეს ი. ჩ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებულად აღიარება და ბათუმში, .... ქუჩა ¹59-ში მდებარე უძრავი ქონების 1\2 ნაწილიდან ზ. ჩ-ის მიუღებელი წილის 2\3-ის მიკუთვნება.
ზ. ჩ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის არის ი. ჩ-ის ქონების მემკვიდრე და მას ამ ქონებიდან ეკუთვნის სამკვიდრო ქონების 1\3 ნაწილი, რადგან ის არის ი. ჩ-ის შვილიშვილი. Mმისი მამა ა. ჩ-ე არ არის ცოცხალი და მისი წილი ერგება მას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი.
Aაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივარით გაააჩივრა ზ. ჩ-ემ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით Aარ დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ. ბათუმში, .... ქ. ¹59-ში მდებარე უძრავი ქონება ირიცხება ი. ჩ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1951 წელს.
ი. ჩ-ეს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე – შვილები: დ., ა., ი. და ო.. დ. ჩ-ე გარდაიცვალა 1999 წელს. Oო. ჩ.-მ-ა გარდაიცვალა 1980 წელს. Aასევე გარდაცვლილნი არიან ა. და ი. ჩ-ები.
დ. ჩ-ეს დარჩა ქალიშვილი ნ. და მეუღლე ნ. ა.-ჩ-ე. Aა. ჩ-ეს დარჩა შვილი ზ. ჩ-ე, ი. ჩ-ეს დარჩა ორი შვილი – ლ. და მ.. Oო. ჩ-ეს დარჩა შვილები ა. და ა. მ-ა.
1951 წელს ი. ჩ-ის გარდაცვალების დროს მისი მემკვიდრეები იყვნენ შვილები დ., ა., ი. და ო.. აღნიშნული პირები ფაქტიურად დაეუფლნენ სამკვიდრო მასას, თუმცა სამკვიდრო მოწმობა არ აუღიათ.
პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ჩ-ე სადავო ბინაში არ ცხოვრობს 1970 წლიდან, შესაბამისად ფაქტიურად არ დაუფლებია სადავო ქონებას. Aასევე არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ა. ჩ-ის სამკვიდრო წილი ეკუთვნის ამ უკანასკნელის დისწულს ანუ ო. ჩ-ის შვილს ა. მ-ას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჩ-ემ
კასატორის განმარტებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებლია.
კასატორის განმარტებით იგი არის ა. ჩ-ის პირველი რიგის მემკვიდრე, ამით გამოირიცხება ა. მ-ასა და ნ. ა.-ჩ-is მემკვიდრეობა, როგორც მეორე რიგის მემკვიდრეების და შესაბამისად მისი წილი ქონების მათზე გადანაწილება.
კასატორის აზრით, Nნ. ა.-ჩ-ე ვერ იქნებოდა ა. ჩ-ის მეორე რიგის მემკვიდრე, რადგან ის არის მისი ძმის ცოლი და არა დისწული ან ძმისწული, რომელთაც კანონი განსაზღვრავს იმპერატიულად, როგორც მეორე რიგის მემკვიდრეებს. Gგარდა ამისა, იგი უკვე 1970 წლიდან აღარ ცხოვრობს ბაბუამისის სახლში. Mკასატორის განამრტებით მან მემკვიდრეობის მიღების სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გამოხატა, როცა 1997 წელს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა იმ სანოტარო აქტის ბათილობა, რომლითაც მისმა ბიცოლამ ანა ჩიხლაძემ სხვა მემკვიდრეების არსებობა დაუმალა ნოტარიუსს და მთელი ქონება მან მიიღო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული სანოტარო აქტი ბათილად იქნა ცნობილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ჩ-ე ფაქტიურად არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას და იგი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს წილი ი. ჩ-ძის სამკვიდრო ქონებიდან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და არც მითითებულ ურთიერთობათა მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმებიდან.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ზ. ჩ-ის მამამ, ა. ჩ-ემ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო სადავო ქონება. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, ანუ ი. ჩ-ის სამკვიდრო აღნიშნული ნორმის საფუძველზე გახდა ანდრო ჩიხლაძის საკუთრება. იმისათვის, რომ ზემოთ მითითებულ ქონებაზე მოთხოვნა წარმოეშვას ზ. ჩ-ეს, აუცილებელი არ არის მან მიიღოს ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინა. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოსათვის აღნიშნული საკითხის გასარკვევად ამოსავალი წერტილი უნდა ყოფილიყო არა ის გარემოება, დაეუფლა თუ არა ზ. ჩ-ე ბათუმში მდებარე უძრავ ქონებას, არამედ ის გარემოება მიიღო თუ არა მან მამის ა. ჩ-ის ქონების რაიმე ნაწილი. ასეთის მიღების შემთხვევაში ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე მიღებულად ჩაითვლება ანდრო ჩიხლაძის მთელი ქონება, მათ შორის სადავო ქონებაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხი არასრულადაა სასამართლოს მიერ დასაბუთებელი. ასევე შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, მათ შორის ა. მ-ას მემკვიდრეობის მიღების ფაქტზე, რასაც სადავოდ ხდიდა აპელანტი სააპელაციო სასამართლოში, დღეისათვის კი კასატორი.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა იქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ი. ჩ-ის იმ მემკვიდრეთა წრე, რომელთაც მიიღეს სამკვიდრო ქონება. მათ შორის მიიღეს თუ არა სამკვიდრო ქონება ზ. ჩ-ემ, ა. მ-ამ და სხვა მემკვიდრეებმა. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია განიხილოს სააპელაციო საჩივარში მითითებული ყველა არგუმენტი და პასუხი გაეცეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.
სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.