Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №206აპ-17 7 ივნისი, 2017 წ.

კ-ე ი., 206აპ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ-ს მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საკითხი.

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მიეცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად.

აღნიშნული განჩინება 2017 წლის 27 აპრილს ჩაჰბარდა მსჯავრდებულის მეუღლეს. განჩინების ჩაბარება დაადასტურა მსჯავრდებულმა ი. კ-მ მასთან სატელეფონო საუბრისას. მიუხედავად ამისა, მან არ შეავსო საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ შეესაბამება სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივარს განუხილველად ტოვებს, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი