Facebook Twitter

ას-1087-1250-08 2 თებერვალი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. უ-ძის კერძო საჩივრის გაუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ნ. უ-ძეს დაევალა კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კერძო საჩივრის ერთი ასლის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 179-180).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორ ნ. უ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 27 დეკემბერს, ამავე რიცხვში ჩაჰბარდა მითითებული განჩინება მის წარმომადგენელ გ. წ-ძესაც (ს.ფ. 182-183).

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ნ. უ-ძეს 2008 წლის 27 დეკემბერს ჩაჰბარდა, დასახელებული განჩინება ასევე 27 დეკემბერს ჩაჰბარდა ნ. უ-ძის წარმომადგენელ გ. წ-ძეს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ხარვეზის შევსების 7-დღიანი საპროცესო ვადის დინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო მომდევნო დღეს _ 2008 წლის 28 დეკემბერს და დასრულდა 2009 წლის 5 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. კერძო საჩივრის ავტორს დღემდე არ შეუვსია საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი და არც საკასაციო სასამართლოსთვის მოუმართავს შუამდგომლობით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. უ-ძის კერძო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 420-ე მუხლის თანახმად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. უ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.