Facebook Twitter

ას-109-442-09 30 მარტი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “უ.-ის” წარმომადგენლის ც. შ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებაზე, საქმეზე, სს “ტ.-ის” სარჩელის გამო შპს “უ.-ის” მიმართ დავალიანების გადახდის შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის განჩინებით შპს “უ.-ის” წარმომადგენელ ც. შ-ძეს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაევალა 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 72-73).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2008 წლის 17 თებერვალს (ს.ფ. 74); განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 20 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 75);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “უ.-ის” წარმომადგენლის ც. შ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.