¹ას-109-454-07 14 თებერვალი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ... ინსპექციის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 7 აგვისტოს შპს “ .. .. ..” დირექტორმა თ. დ-მა განცხადებით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, ვინაიდან შპს “ .. .. ..” გადახდისუუნარო იყო.
2006 წლის 21 აგვისტოს კასპის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება შპს “ .. .. ..” მიმართ. აეკრძალა შპს “ .. .. ..” თავისი ქონების განკარგვა; შპს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველად დაინიშნა ვ. კ-ე; შპს “ .. .. ..” ყველა კრედიტორს დაევალა 2006 წლის 6 სექტემბრამდე წარედგინათ სასამართლოსთვის თავიანთი მოთხოვნები; შპს ,, .. .. ..‘‘ მიმართ შეჩერებულ იქნა იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება; დაევალა ყველა იმ პირს, რომელსაც შპს “ .. .. ..” ქონებას მიკუთვნებულ ნივთზე აქვს საკუთრების ან გირავნობის მოთხოვნის უფლება მოთხოვნათა წაყენების ვადაში განუცხადონ შპს “ .. .. .. გაკოტრების მმართველს ამ უფლების შესახებ; აეკრძალოს ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს შპს “ .. .. ..” ქონებას მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია საწარმოს მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულებაზე ამ ნივთის დაბრუნება ან ამ ვალდებულების შესრულება. ასეთი პირი ვალდებულია ვალდებულების შესრულება ანდა ნივთის დაბრუნება მოახდინოს მხოლოდ შპს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველის მიმართ. აღნიშნული განჩინებით დადგენილი იქნა ყველა ის ღონისძიება, რაც გათვალისწინებულია “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით.
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ... ინსპექციამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ... ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს განჩინება.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრით ... ინსპექციამ და “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მოითხოვა კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებების გაუქმება და არამართლზომიერათ ცნობა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით დასაშვებია გაკოტრების სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება, მაშინ მის მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისად, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს დადგენილება აგრეთვე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თუ არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 393-ე მუხლის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე აღნიშნულ განჩინებათა კერძო საჩივრით გასაჩივრება დაუშვებელია. კერძო საჩივარი არ შეიცავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და ამასთან კანონი მითითებულ შემთხვევებში არ უშვებს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობებს, ასევე კერძო საჩივარი დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისადაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი;
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონის” 31-ე მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 285-ე მუხლით და
დაადგინა;
... ინსპექციის კერძო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.