ას-1099-1255-08 9 თებერვალი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდო.ე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ ლ. ა-შვილი, ი. დ-იანი, ნ. მ-ძე, გ. მ-შვილი, მ. ა-შვილი, მ. კ-ძე, ქ. მ-შვილი, ნ. ჯ-ძე, ლ. ც-შვილი, გ. ძ-შვილი, მ. ბ-შვილი, ნ. კ-ძე, დ. მ-იანი, ჯ. ჯ-ელი, ც. ს-შვილი, მ. მ-ია, ო. ჯ-იანი, თ. ქ-ძე (წარმომადგენელი მ. პ-ია)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს დ. ქ-ძემ, მ. ს-ძემ, ნ. გ-შვილმა, ლ. ა-შვილმა, ი. დ-იანმა, ნ. მ-ძემ, ე. მ-შვილმა, ლ. კ-შვილმა, გ. მ-შვილმა, მ. ა-შვილმა, მ. კ-ძემ, ქ. მ-შვილმა, ნ. ჯ-ძემ, ლ. ც-შვილმა, გ. ძ-შვილმა, ნ. გ-ძემ, მ. ბ-შვილმა, მ. კ-ძემ, ნ. კ-ძემ, დ. მ-იანმა, ე. ჯ-შვილმა, ჯ. ჯ-ელმა და ც. ს-შვილმა მოპასუხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამუშაოდან მათი დათხოვნის თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 დეკემბრის ¹01-02/636 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელეებთან ორჯერ თითო წლით დადებული შრომითი ხელშეკრულების განახლება, 2005 წლის 13 ივლისიდან შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 1-6).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 172-173).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას და აღნიშნული საქმე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა (ტომი I, ს.ფ. 175-177).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დ. ქ-ძის, მ. ს-ძის, ნ. გ-შვილის, ლ. ა-შვილის, ი. დ-იანის, ნ. მ-ძის, ე. მ-შვილის, ლ. კ-შვილის, გ. მ-შვილის, მ. ა-შვილის, მ. კ-ძის, ქ. მ-შვილის, ნ. ჯ-ძის, ლ. ც-შვილის, გ. ძ-შვილის, ნ. გ-ძის, მ. ბ-შვილის, მ. კ-ძის, ნ. კ-ძის, დ. მ-იანის, ე. ჯ-შვილის, ჯ. ჯ-ელისა და ც. ს-შვილის სარჩელი მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 180-189).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით დ. ქ-ძის, მ. ს-ძის, ლ. ა-შვილის, ი. დ-იანის, ნ. მ-ძის, ე. მ-შვილის, გ. მ-შვილის, მ. ა-შვილის, მ. კ-ძის, ქ. მ-შვილის, ნ. ჯ-ძის, ლ. ც-შვილის, გ. ძ-შვილის, ნ. გ-ძის, მ. ბ-შვილის, მ. კ-ძის, ნ. კ-ძის, დ. მ-იანის, მ. მ-იას, ო. ჯ-იანის, თ. ქ-ძის, შ. მ-შვილის, ჯ. ჯ-ელისა და ც. ს-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 443-445).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ქ-ძის, მ. ს-ძის, ლ. ა-შვილის, ი. დ-იანის, ნ. მ-ძის, გ. მ-შვილის, მ. ა-შვილის, მ. კ-ძის, ქ. მ-შვილის, ნ. ჯ-ძის, ლ. ც-შვილის, გ. ძ-შვილის, მ. ბ-შვილის, მ. კ-ძის, ნ. კ-ძის, დ. მ-იანის, ჯ. ჯ-ელის, ც. ს-შვილის, მ. მ-იას, ო. ჯ-იანის, თ. ქ-ძისა და შ. მ-შვილის (წარმომადგენელი მ. პ-ია) მიერ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოდან მათი დათხოვნის თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 დეკემბრის ¹01-02/636 ბრძანების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება (ტომი 1, ს.ფ. 450-472).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, თითოეულ აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. განჩინებით მათვე განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ტომი II, ს.ფ. 2-4).
სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი დ. ქ-ძის, შოთა მ-შვილის, მ. კ-ძისა და მ. ს-ძის ნაწილში შევსებულ იქნა, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მათი სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო (ტომი II, ს.ფ. 23-25).
დანარჩენ აპელანტებს _ ლ. ა-შვილს, ი. დ-იანს, ნ. მ-ძეს, გ. მ-შვილს, მ. ა-შვილს, მ. კ-ძეს, ქ. მ-შვილს, ნ. ჯ-ძეს, ლ. ც-შვილს, გ. ძ-შვილს, მ. ბ-შვილს, ნ. კ-ძეს, დ. მ-იანს, ჯ. ჯ-ელს, ც. ს-შვილს, მ. მ-იას, ო. ჯ-იანსა და თ. ქ-ძეს წარმომადგენელ მ. პ-იას შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 20 დღით. იმავდროულად, მათ განემარტათ, რომ ვადის ათვლა დაიწყებოდა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან (ტომი II, ს.ფ. 20-22).
2008 წლის 27 ოქტომბერს აპელანტების წარმომადგენელმა მ. პატარიამ სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა ო. ჯ-იანის, ნ. კ-ძის, გ. მ-შვილის, თ. ქ-ძისა და დ. მ-იანის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრები, რის შესაბამისადაც ითხოვა დასახელებული აპელანტების მიმართ ხარვეზის შევსებულად მიჩნევა და მათივე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ტომი II, ს.ფ. 51-60).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ლ. ა-შვილის, ი. დ-იანის, ნ. მ-ძის, გ. მ-შვილის, მ. ა-შვილის, მ. კ-ძის, ქ. მ-შვილის, ნ. ჯ-ძის, ლ. ც-შვილის, გ. ძ-შვილის, მ. ბ-შვილის, ნ. კ-ძის, დ. მ-იანის, ჯ. ჯ-ელის, ც. ს-შვილის, მ. მ-იას, ო. ჯ-იანისა და თ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს: ლ. ა-შვილს, ი. დ-იანს, ნ. მ-ძეს, გ. მ-შვილს, მ. ა-შვილს, მ. კ-ძეს, ქ. მ-შვილს, ნ. ჯ-ძეს, ლ. ც-შვილს, გ. ძ-შვილს, მ. ბ-შვილს, ნ. კ-ძეს, დ. მ-იანს, ჯ. ჯ-ელს, ც. ს-შვილს, მ. მ-იას, ო. ჯ-იანსა და თ. ქ-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადა 20 დღით გაუგრძელდათ. მათვე განემარტათ, რომ ვადის ათვლა დაიწყებოდა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინების ასლი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტების წარმომადგენელ მ. პ-იას პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 1 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, აპელანტების წარმომადგენელ მ. პ-იასათვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარება წარმოადგენდა მისი მარწმუნებლებისათვის ჩაბარებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2008 წლის 1 ოქტომბრის ჩაბარებიდან აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურათ 2008 წლის 21 ოქტომბერს, რა დროსაც მათ სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნული ქვითარი კი წარდგენილ იქნა 2008 წლის 27 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 64-69).
სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ლ. ა-შვილმა, ი. დ-იანმა, ნ. მ-ძემ, გ. მ-შვილმა, მ. ა-შვილმა, მ. კ-ძემ, ქ. მ-შვილმა, ნ. ჯ-ძემ, ლ. ც-შვილმა, გ. ძ-შვილმა, მ. ბ-შვილმა, ნ. კ-ძემ, დ. მ-იანმა, ჯ. ჯ-ელმა, ც. ს-შვილმა, მ. მ-იამ, ო. ჯ-იანმა და თ. ქ-ძემ (წარმომადგენელი მ. პ-ია), რომლებმაც მოითხოვეს: მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, დ. მ-იანის, ო. ჯ-იანის, ნ. კ-ძის, გ. მ-შვილისა და თ. ქ-ძის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება, აგრეთვე, ლ. ა-შვილის, ი. დ-იანის, ნ. მ-ძის, მ. ა-შვილის, მ. კ-ძის, ქ. მ-შვილის, ნ. ჯ-ძის, ლ. ც-შვილის, გ. ძ-შვილის, მ. ბ-შვილის, ჯ. ჯ-ელის, ც. ს-შვილისა და მ. მ-იას ნაწილში ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოსა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებების გაუქმება, დასახელებული პირების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და მათი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
კერძო საჩივრის ავტორთა ზემოაღნიშნული მოთხოვნების საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არასწორია, რამდენადაც მითითებულ მოთხოვნაზე «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «ა» ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება, რაც სააპელაციო სასამართლომაც აღნიშნა 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ აპელანტთა შუამდგომლობაზე არ უმსჯელია.
აპელანტების შრომითი უფლებების დარღვევა მოხდა ერთიანი სამართლებრივი აქტით _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 დეკემბრის ¹01-02/636 ბრძანებით, რომლის პირველი და მესამე პუნქტების ბათილად ცნობასაც აპელანტები მოითხოვენ. შესაბამისად, სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგიც ერთიანია და სააპელაციო სასამართლოს ამ მოთხოვნაზე ყველა აპელანტისათვის ერთიანი სახელმწიფო ბაჟი უნდა განესაზღვრა (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის შემთხვევაში).
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა დ. მ-იანის, ო. ჯ-იანის, ნ. კ-ძის, გ. მ-შვილისა და თ. ქ-ძის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის დაგვიანებით წარდგენის გამო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1 და 368.5-ე მუხლებიდან გამომდინარე ხარვეზად მიიჩნევა დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა და არა გადახდილ თანხაზე შესაბამისი ქვითრის სასამართლოში წარუდგენლობა. ამასთან, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა აპელანტთათვის ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელება და არ მიუთითა დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენის ვალდებულებაზე. დ. მ-იანმა, ო. ჯ-იანმა, ნ. კ-ძემ, გ. მ-შვილმა და თ. ქ-ძემ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს და შესაბამისად ხარვეზი შეავსეს განჩინების ჩაბარებიდან სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ 20-დღიან ვადაში. აქედან გამომდინარე, მითითებულ პირთა მიმართ ხარვეზი შევსებულად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო მათ ნაწილში სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებას დაექვემდებაროს.
რაც შეეხება დანარჩენ აპელანტებს _ ლ. ა-შვილს, ი. დ-იანს, ნ. მ-ძეს, მ. ა-შვილს, მ. კ-ძეს, ქ. მ-შვილს, ნ. ჯ-ძეს, ლ. ც-შვილს, გ. ძ-შვილს, მ. ბ-შვილს, ჯ. ჯ-ელს, ც. ს-შვილს, მ. მ-იას _ მათ ნაწილშიც სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული განუხილველად დატოვებულ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან დასახელებულმა პირებმა უმუშევრობის გამო ვერ შეძლეს 150 ლარის ოდენობით (თითოეულმა) სახელმწიფო ბაჟის გადახდა. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული გარემოება სასამართლოსათვის ცნობილი იყო, მას მითითებული მოტივით აპელანტების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხზე არ უმსჯელია (ტომი II, ს.ფ. 97-100).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს აპელანტთა მოსაზრებას, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის, ხოლო შემდგომ _ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «ა» ქვეპუნქტი ცალსახად მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები სარჩელზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ ექვემდებარებოდა ხარვეზის დადგენას და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოება სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო არ არსებობდა.
რაც შეეხება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ მოთხოვნათა ნაწილში სააპელაციო საჩივარი საჭიროებს დასაშვებობის ხელახლა შემოწმებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებმა _ ლ. ა-შვილმა, ი. დ-იანმა ნ. მ-ძემ, გ. მ-შვილმა, მ. ა-შვილმა, მ. კ-ძემ, ქ. მ-შვილმა, ნ. ჯ-ძემ, ლ. ც-შვილმა, გ. ძ-შვილმა, მ. ბ-შვილმა, ნ. კ-ძემ, დ. მ-იანმა, ჯ. ჯ-ელმა, ც. ს-შვილმა, მ. მ-იამ, ო. ჯ-იანმა და თ. ქ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება (ტომი I, ს.ფ. 470). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარს ისე დაუდგინდა ხარვეზი, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტების აღნიშნულ შუამდგომლობაზე არ უმსჯელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამრთლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე, რათა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძვლების რეალურად არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ქონებრივ შესაძლებლობას მოკლებული მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა არსებითი საპროცესო უფლებაა სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, რაც ასევე გულისხმობს ამ შუამდგომლობების განხილვის, ხოლო დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში _ შუამდგომლობაზე უარის თქმის მოტივების ცოდნის უფლებასაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის გარეშე გადაეწყვიტა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენისა და ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაშვებობის ხელახლა შემოწმებას ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მსჯელობას სახელმწიფო ბაჟის აპელანტებისათვის ინდივიდუალურად დაკისრების არამართებულობის თაობაზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე პირის საერთო სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) არსებობა არ განაპირობებს სახელმწიფო ბაჟის ერთიანად დაკისრებას, რამდენადაც მოსარჩელეთა (აპელანტების) მიმართ სავალდებულო საპროცესო თანამონაწილეობას არ აქვს ადგილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ა-შვილის, ი. დ-იანის, ნ. მ-ძის, გ. მ-შვილის, მ. ა-შვილის, მ. კ-ძის, ქ. მ-შვილის, ნ. ჯ-ძის, ლ. ც-შვილის, გ. ძ-შვილის, მ. ბ-შვილის, ნ. კ-ძის, დ. მ-იანის, ჯ. ჯ-ელის, ც. ს-შვილის, მ. მ-იას, ო. ჯ-იანისა და თ. ქ-ძის (წარმომადგენელი მ. პ-ია) სააპელაციო საჩივარი განაცდური ხელფასის მოთხოვნის ნაწილში ექვემდებარება წარმოებაში მიღებას სააპელაციო სასამართლოს მიერ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნაწილში აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს აპელანტების შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ და ისე გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაAპალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და ლ. ა-შვილის, ი. დ-იანის, ნ. მ-ძის, გ. მ-შვილის, მ. ა-შვილის, მ. კ-ძის, ქ. მ-შვილის, ნ. ჯ-ძის, ლ. ც-შვილის, გ. ძ-შვილის, მ. ბ-შვილის, ნ. კ-ძის, დ. მ-იანის, ჯ. ჯ-ელის, ც. ს-შვილის, მ. მ-იას, ო. ჯ-იანისა და თ. ქ-ძის (წარმომადგენელი მ. პ-ია) სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.