Facebook Twitter

¹ბს-102-99(კ-06) 10 ივლისი, 2006 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საკასაციო სასამართლომ

საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე ¹ბს-102-99(კ-06)) რ. ბ-ისა და მისი წარმომადგენლის კ. ს-ის საკასაციო საცივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს განესაზღვრად 20 დღის ვადა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წეინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას გამოირკვა, რომ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის შედეგად გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, რის გამოც მოცემული საქმე რ. ბ-ისა და მისი წარმომადგენლის კ. ს-ის საკასაციო საჩივრით განსაზღვრულად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქმე ¹ბს-102-99(კ-06) რ. ბ-ისა და მისი წარმომადგენლის კ. ს-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.