Facebook Twitter

ას-1167-1312-08 26 თებერვალი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ქ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე –რ. ა-ძე

გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი –თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ა-ძემ, მოპასუხედ დაასახელა შ. ქ-ძე და მოითხოვა

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ძის უფლებამონაცვლის რ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. ა-ძეს ნატურით გამოეყო საკუთრებაში თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში მდებარე, შ. ქ-ძის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლიდან ¹1 ოთახი ფართით 33,13 მ2 და ¹3 ოთახი – ფართით 13,2 მ2 და მათ გასწვრივ ღია აივანი, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიჯროს 2008 წლის 02 აპრილის ¹01/15-კ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული სქემატური ნახაზით.

რ. ა-ძეს ნატურით გამოეყო შ. ქ-ძის სახელზე რიცხული, საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარეს არსებული მიწის ნაკვეთი – ფართით 1375 მ2. ან გადასახდელად დაეკისრა მისი ღირებულება 120 ლარი, არ დაკმაყოფილდა რ. ა-ძის სარჩელი ავტომანქანის „ვაზ 2121-ის“ (ძრავი ¹8308604, ძარა ¹0443423, 1985 წლის გამოშვება) და საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ავტოფარეხის ნატურით მიკუთვნებაზე ეთქვა უარი. აღნიშნულის სანაცვლოდ შ. ქ-ძეს რ. ა-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ავტოფარეხისა და ავტომანქანა „ვაზ 2121“ საერთო ღირებულების ნახევარი -967 ლარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. ქ-ძემ და მოითხოვა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარცა განუხულველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინებით შ.ქ-ძეს დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდად და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით სააპელაციო საჩივრის სამ ცალად წარმოდგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს ხარვეზის შესახე განჩინება შ.ქ-ძეს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2008 წლის 29 აგვისტოს.

შეგირ ქ-ძემ სასამართლოს წარუდგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი და სოციალური სუბსიდიების სააგენტოს თერჯოლის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომ ის არის მარტოხელა შრომისუუნარო პენსიონერი.

პალატამ მიიჩნია, რომ შ.ქ-ძის მიერ წარმოდგენილი ცნობით არ დგინდება, რომ იგი იღებს დახმარებას, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის კატეგორია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი არ ითვალისწინებს მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის ბაჟიდან გათავისუფლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ქ-ძემ.

კერძო საჩივრის განმარტებით ის არის რეგისრტირებული სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში, იღებს 22 ლარიან დახმარებას რის შესახებაც მან წარუდგინა მტკიცებულებები სასამართლოს, მაგრამ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული და საქმე დატოვეს განუხილველად.

აღნიშნულიდან გამომდინარე შ. ქ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შ. ქ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხულველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოთმითითებული ნორმა ანიჭებს სასამართლოს უფლებამოსილებას პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში მიიღოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო ეყრდნობა მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

განსახილველ საქმეზე შ. ქ-ძემ წარმოადგინა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს თერჯოლის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად იგი იღებს სოციალურ დახმარებას თვეში 22 ლარის ოდენობით, როგორც მარტოხელა შრომისუუნარო პენსიონერი (ს.ფ.6). საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული დოკუმენტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე იძლევა მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას, შესაბამისად მოცემული საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი დანაწესი.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ. ქ-ძის ქონებრივ მდგომარეობა, წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, ამდენად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს ამავე პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ქ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.