Facebook Twitter

ას-125-403-08 7 მაისი, 2008 წ.

Q.თ.ი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ა-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ს-ეტა, დ.ქ-შვილი და სხვები

წარმომადგენელი – ლ.ჩ-ძე

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ვ.ს-ეტაამ, ნ.ს-უამ, ლ. ი-შვილმა და სხვებმა და მოითხოვეს თ.ის …-ე საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - ს.წ-ძის 20.. წ. .. თებერვლის ¹.. ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 20.. წ. .. იანვრიდან .. თებერვლამდე პერიოდის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მოსარჩელეთა განმარტებით, სკოლის ადმინისტრაციამ 20.. წ. .. იანვრიდან სკოლის სასწავლო პროგრამიდან ამოიღო მუსიკის სწავლება, რითაც ხელი შეეშალათ შრომითი ვალდებულების შესრულებაში. 20.. წ. .. თებერვლით დათარიღებული ბრძანებით ისინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს 20.. წ. . იანვრიდან. მათივე განმარტებით, სკოლას სახელმწიფო დაფინანსება მუსიკის სწავლებისათვის განათლების სამინისტრომ შეუწყვიტა არა 20.. წ. . იანვრიდან, არამედ უფრო ადრე, კერძოდ, 20.. წ. .. სექტემბრიდან, რასაც ხელი არ შეუშლია სკოლის ადმინისტრაციისათვის, გაეცა ხელფასები და მიაჩნიათ, რომ სკოლას აქვს საკუთარი სახსრები სამუსიკო სწავლებისათვის და უარი დაფინანსებაზე არ წარმოადგენს მათი სამუშაოდან განთავისუფლების კანონიერ საფუძველს. მოსარჩელეთა განმარტებით, სამუშაოდან განთავისუფლების ისეთ საფუძველს, როგორიცაა დაფინანსების შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არ ითვალისწინებს.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს ¹... საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 20.. წ. .. 22 თებერვლის ¹67 ბრძანების ბათილად ცნობა.

თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ. .. ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ.ქ-შვილმა, ნ.ნ-ძემ, მ. მ-შვილმა და სხვებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თ.ის სააპელაციო სასამართლოში შესაგებელი წარადგინა ¹... სამუსიკო სკოლა-პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა წ-ძემ, სადაც განმარტა, რომ ¹... საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონი 20.. წ. . სექტემბრიდან აღარ არსებობს და არც იურიდიული სამართალმემკვიდრე ჰყავს. 20.. წ. .. იანვრიდან სკოლას 70%-ით შეუმცირდა დაფინანსება შემდგომ კი განათლების სამინისტროს მითითებით სამუსიკო სწავლება შეწყდა. კულტურის სამინისტრომაც თქვა უარი მათ დაფინანსებაზე. მისივე განმარტებით, ¹... საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონში სამუსიკო სწავლება შეწყდა 20.. წ. .. იანვრიდან, პანსიონი კი გაუქმდა 20.. წ. .. სექტემბრიდან, ხოლო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹... ბრძანების თანახმად, შეუერთდა ¹... საჯარო სკოლას. სასწავლებლის დარჩენილი ქონებაც ამ სკოლას გადაეცა.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. ბა. მოწინააღმდეგე მხარის ¹... საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ¹... საჯარო სკოლა.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ.ის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ი.ა-შვილმა. კერძო საჩივარში მან განმარტა, რომ ¹... საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონში სამუსიკო სწავლება შეწყდა 20.. წ. . იანვრიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹... ბრძანებით გაუქმდა პანსიონიც და მხოლოდ საჯარო სკოლის ნაწილი შემოუერთდა ¹... საჯარო სკოლას. ამდენად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას …-ე საჯარო სკოლის სამართალმემკვიდრეობის საკითხი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საჯარო სკოლის სპეციფიკა ძირეულად განსხვავდება სამუსიკო სკოლა-პანსიონის სპეციფიკისაგან და …-ე საჯარო სკოლა ვერ იქნება საქმეში ჩაბმული მოპასუხედ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი.ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, Q.თ.ის ¹... საჯარო სამუსიკო სკოლა-პანსიონში სამუსიკო სწავლება შეწყდა 20.. წ. .. 1 იანვრიდან; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹... ბრძანებით გაუქმდა პანსიონიც და მხოლოდ საჯარო სკოლის ნაწილი შემოუერთდა ¹... საჯარო სკოლას. მისივე განმარტებით, ...-ე საჯარო სკოლის ... მოსწავლიდან ¹... საჯარო სკოლაში დარჩა მხოლოდ 70-მდე მოსწავლე. ამდენად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ...-ე საჯარო სკოლის სამართალმემკვიდრეობის საკითხი. საჯარო სკოლის სპეციფიკა ძირეულად განსხვავდება სამუსიკო სკოლა-პანსიონის სპეციფიკისაგან და კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ...-ე საჯარო სკოლა ვერ იქნება საქმეში ჩაბმული მოპასუხედ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებულია თ.ის სააპელაციო სასამართლოს 20.. წ. .. დეკემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც მოცემულ საქმეზე დადგენილ იქნა უფლებამონაცვლეობა და მოწინააღმდეგე მხარის ¹... საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა ¹... საჯარო სკოლა.

საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ თ.ის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას საფუძვლად უდევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ¹.... აღნიშნული ბრძანების თანახმად, Q.თ.ის ¹... საჯარო სკოლაში ჩატარდა რეორგანიზაცია, აღნიშნულ სკოლაში სწავლა მიმდინარეობდა დაწყებით-საბაზო საფეხურზე და შეუერთდა Q.თ.ის ¹... საჯარო სკოლას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სკოლის რეორგანიზაციას, რომელიც განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და ადგილი აქვს უფლებამონაცვლეობას. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე აფუძნებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და ამტკიცებს მის წესდებას. უფლებამოსილია მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.

კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის დადგენისას აუცილებელია იმ ფუნქციური უფლებამოსილების განსაზღვრა, რაც გააჩნია სკოლას, როგორც საჯარო იურიდიულ პირს. კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა ¹... სკოლის, როგორც საჯარო იურიდიული პირის ის უფლება-ვალდებულებები, რაც გააჩნია ¹... სკოლას. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამონცვალეობის დადგენაზე გავლენას არ ახდენს სკოლაში გარკვეული პროფილის არსებობა-არსებობის საკითხი. პროფილი, როგორც სკოლაში არსებული ერთ-ერთი მიმართულება არ არსებობს როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციური წარმონაქმნი, არამედ აღნიშნული წარმოადგენს საჯარო იურიდიული პირის (სკოლის) ერთ-ერთ დამატებით ფუნქციას. იმ სტრუქტურულ ელემენეტს, რომელიც დაკავშირებულია სკოლის, როგორც საჯარო იურიდიული პირის უფლებამოსილებასთან. ზუსტად ამ უფლებამოსილების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ¹...-ე სკოლა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ი.ა-შვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლის სპეციფიკა ძირეულად განსხვავდება სამუსიკო სკოლა-პანსიონის სპეციფიკისაგან და ვინაიდან მხოლოდ საჯარო სკოლის ნაწილი შემოუერთდა ...-ე საჯარო სკოლას, იგი არ უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული მოპასუხე მხარის უფლებამონაცვლედ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ Q.თ.ის ...-ე საჯარო სკოლა ჩაბმულ უნდა იქნეს საქმეში ¹... საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

Q.თ.ის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ი.ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის საოქმო განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.