Facebook Twitter

¹ას-129-407-08 2 ივნისი, 2008წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორები _ 1) თ. ფ-ე, თ. ც-ე, შპს «გ-ი,» ლ. ი-ე, ვ. ლ-ე (თ. ფ-ის, თ. ც-ისა და შპს «გ-ის» წარმომადგენელი ნ. ჩ-ი); 2) თ. ფ-ე, თ. ც-ე (წარმომადგენელი ნ. ჩ-ი)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ-ი»

მესამე პირები _ ა. ხ-ე, ნ. გ-ი, ვ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 4 სექტემბერს თ. ფ-ისა და თ. ც-ის წარმომადგენელმა ნ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს «თ-ისა» და მესამე პირ შპს «გ-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი მარწმუნებლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იპოთეკისაგან გათავისუფლება.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის ივნისში შპს «გ-სა» და სს «თ-ს» შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს «გ-მა» მიიღო კრედიტი 40000 აშშ დოლარის ოდენობით, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა თ. ც-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. შემდგომ შპს «გ-მა» აიღო კრედიტი 55000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ. ფ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. სესხი და დარიცხული პროცენტი შპს «გ-მა» დაფარა დადგენილი გრაფიკის მიხედვით, მაგრამ ამის მიუხედავად, სს «თ-მა» უარი განაცხადა უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებაზე (ტ. I, ს.ფ. 1-3).

2006 წლის 10 ნოემბერს სს «თ-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ შპს «გ-ის,» ნ. ქ-ის, თ. ფ-ის, ვ. ლ-ის, თ. ც-ის, ლ. ი-ის, ნ. გ-ისა და ა. ხ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს «გ-თვის,» ნ. ქ-ის, თ. ც-ისა და ა. ხ-თვის ძირითადი დავალიანების _ 150000 აშშ დოლარის, სარგებლის _ 31965.16 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს _ 89691.71 აშშ დოლარის, სულ _ 271647.87 აშშ დოლარისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 14148 ლარის დაკისრება, ასევე, მოპასუხეთა იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაცია.

სასარჩელო განცხადების საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

2005 წლის 15 ივნისს შპს «გ-სა» და სს «თ-ს» შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ¹........ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი მაქსიმალური ოდენობით _ 500000 აშშ დოლარი, საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა _ 20 წელი, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა _ 48%. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ¹........-......... ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 150000 აშშ დოლარის ოდენობით, 4 თვის ვადით, სარგებელი _ წლიური 20%, პირგასამტეხლო _ 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ხაზით მომსახურების ¹........ ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ¹........-......... ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები: ა. 2005 წლის 15 ივნისის ¹........ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ვ. ლ-ისა და თ. ც-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ სოფ. ........-ი, ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ......., კოდი _ 14, კვარტლის ¹40, ნაკვეთის ¹......., ფართობი _ 0,015 ჰა (დაუზუსტებელი); ბ. 2005 წლის 21 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება ¹........, რომლითაც დაიტვირთა თ. ფ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ სოფ. .......-ი, ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ........, კოდი _ 14, კვარტლის ¹43, ნაკვეთის ¹......, ფართობი _ 0,25 ჰა (დაუზუსტებელი), უფლება _ კერძო საკუთრება, ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო; გ. 2005 წლის 12 სექტემბრის ¹....... იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა ნ. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ სოფ. ........-ი, ტექნიკური მახასიათებლები: საერგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ......., კოდი _ 14, კვარტლის ¹43, ნაკვეთის ¹......, ფართობი _ 0,25 ჰა (დაუზუსტებელი), უფლება _ კერძო საკუთრება, ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო; დ. 2005 წლის 12 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება ¹........, რომლითაც დაიტვირთა თ. ფ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ სოფ. .......-ი, ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ......., კოდი _ 14, კვარტლის ¹38, ნაკვეთის ¹......., ფართობი _ 0,25 ჰა (დაუზუსტებელი), უფლება _ კერძო საკუთრება, ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო; ე. 2005 წლის 13 სექტემბრის ¹........ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა ლ. ი-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ .......-ი, ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ......., კოდი _ 14, კვარტლის ¹39, ნაკვეთის ¹........, ფართობი _ 0,25 ჰა (დაუზუსტებელი), უფლება _ კერძო საკუთრება, ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო; ვ. 2005 წლის 31 მაისის გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკის სასარგებლოდ დაგირავდა შპს «გ-ის» კუთვნილი სასაქონლო მარაგები (შუშა); ზ. 2005 წლის 15 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. ქ-მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2005 წლის 15 ივნისის ¹........ საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში შპს «გ-სა» და სს «თ-ს» შორის 2005 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ¹.........-......... ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე; თ. 2005 წლის 15 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა ა. ხ-ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2005 წლის 15 ივნისის ¹...... და 2005 წლის 12 სექტემბრის ¹........-....... ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე; ი. 2005 წლის 15 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თ. ც-ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2005 წლის 15 ივნისის ¹....... და 2005 წლის 12 სექტემბრის ¹.......-........ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე.

მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მაგრამ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შპს «გ-ი» სისტემატურად არღვევდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც 2006 წლის 12 ივლისს მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილება, 3 დღის ვადაში შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ ისინი არ შესრულდა (ტ. II, ს.ფ. 1-5).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით, სს «თ-ის» შუამდგომლობის საფუძველზე, სამოქალაქო საქმე ¹2/13334-06 სს «თ-ის» სარჩელისა გამო შპს «გ-ის,» ნ. ქ-ის, თ. ფ-ის, ვ. ლ-ის, თ. ც-ის, ლ. ი-ის, ნ. გ-ისა და ა. ხ-ის მიმართ დავალიანების გადახდევინების, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შესახებ და სამოქალაქო საქმე ¹2/13054-06 თ. ფ-ისა და თ. ც-ის სარჩელისა გამო მოპასუხე სს «თ-ის» მიმართ იპოთეკის საგნის გათავისუფლების შესახებ გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ნომერი 2/13334-06 (ტ. II, ს.ფ. 109).

2007 წლის 20 თებერვალს სს «თ-მა» დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა 271647.87 აშშ დოლარზე წლიური 20%-ის დარიცხვა დავალიანების სრულ დაფარვამდე (ტ. II, ს.ფ. 125-126).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ისა და თ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს «თ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: შპს «გ-ს,» ნ. ქ-ს, თ. ც-ესა და ა. ხ-ს სს «თ-ის» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 271647.87 აშშ დოლარის გადახდა. მათვე სს «თ-ის» სასარგებლოდ დაეკისრათ ყოველთვიურად 2500 აშშ დოლარის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან _ 2006 წლის 10 ნოემბრიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე. თანხის გადახდევინება დადგინდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციით: ა) ვ. ლ-ისა და თ. ც-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ .......-ი, ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ......., კოდი _ 14, კვარტლის ¹40, ნაკვეთის ¹......., ფართობი _ 0,150 ჰა (დაზუსტებული), უფლება _ კერძო საკუთრება, ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო; ბ) თ. ფ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ სოფ. .......-ი, ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ......, კოდი _ 14, კვარტლის ¹43, ნაკვეთის ¹......, ფართობი _ 0,25 ჰა (დაზუსტებული), უფლება _ კერძო საკუთრება, ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო; გ) თ. ფ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ სოფ. .......-ი, ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ........, კოდი _ 14, კვარტლის ¹38, ნაკვეთის ¹........, ფართობი _ 0,25 ჰა (დაზუსტებული), უფლება _ კერძო საკუთრება, ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო; დ) ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ სოფ. .........-ი, ტექნიკური მახასიათებლები: საერგისტრაციო ზონა _ მცხეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ........, კოდი _ 14, კვარტლის ¹43, ნაკვეთის ¹........, ფართობი _ 0,25 ჰა (დაზუსტებული), უფლება _ კერძო საკუთრება, ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო; ე) ლ. ი-ის საკუთრებაში არესებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე _ .......-ი, ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა _ მხცეთა, კოდი _ 72, სექტორი _ ........., კოდი _ 14, კვარტლის ¹39, ნაკვეთის ¹......., ფართობი _ 0,25 ჰა (დაზუსტებული), უფლება _ კერძო საკუთრება, ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო; მოპასუხეებს _ შპს «გ-ს,» ნ. ქ-ს, თ. ფ-ეს, ვ. ლ-ეს, თ. ც-ეს, ლ. ი-ეს, ნ. გ-ს, ა. ხ-ეს სს «თ-ის» სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 13690 ლარის გადახდა (ტ. II, ს.ფ. 315-327).

აღნიშნული გადაწყვეტილებაზე შპს «გ-ის,» ნ. ქ-ის, ვ. ლ-ის, ლ. ი-ის, ნ. გ-ისა და ა. ხ-ის სახელით სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა (ტ. II, ს.ფ. 352-356).

გადაწყვეტილებაზე თ. ფ-ისა და თ. ც-ის სახელით ასევე მეორე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ტ. II, ს.ფ. 357-359).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს «გ-ის,» ნ. ქ-ის, ვ. ლ-ის, ლ. ი-ის, ნ. გ-ისა და ა. ხ-ის წარმომადგენელ ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დანიშნული ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ შპს «გ-ის» (დირექტორი ნ. ქ-ი), ნ. ქ-ის, ვ. ლ-ის, ლ. ი-ის, ნ. გ-ისა და ა. ხ-ის წარმომადგენელ ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინება ნ. ჩ-ს ჩაბარდა 2007 წლის 29 ოქტომბერს, გზავნილის ადრესატთან მყოფ მის ძმაზე გადაცემით. ხარვეზი გამოსწორებული არ ყოფილა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გზავნილი ეგზავნება მხარესა და მის წარმომადგენელს და ჩაბარებულად ითვლება, თუ მას მიიღებს ერთ-ერთი მათგანი, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი გზავნილი ბარდება ადრესატთან მყოფ ოჯახის სრულწლოვან წევრს (ტ. II, ს.ფ. 386-388).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ხ-ემ (ტ. II, ს.ფ. 417-419).

აღნიშნული განჩინება ლ. ი-ის, თ. ფ-ის, თ. ც-ისა და სხვათა სახელით კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-აც.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი 2007 წლის 25 ოქტომბრიდან იმყოფებოდა მივლინებაში ქ. ბათუმში ლექცია-სემინარებისა და ფირმების რეგისტრაციისათვის 1 თვით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც კერძო საჩივარს ვერ დაურთო ფირმის დირექტორის არყოფნის გამო და რამდენიმე დღეში წარმოადგენდა. მისივე განმარტებით, რამდენიმე თვეა, რაც ........... ქ. ¹179, I კორპ. ბინა 13-ში აღარ ცხოვრობს და ძმასთან გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი კონტაქტი, რის გამოც მისთვის უცნობი იყო 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინების არსებობის შესახებ და არანაირი განჩინება არ ჩაბარებია. ბათუმში გამგზავრებამდე მის მარწმუნებელს, თ. ფ-ეს სთხოვა, გადაეხადა მინიმალური სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით და წარედგინა სასამართლოში, რაც შესრულდა კიდეც. სააპელაციო საჩივარში მითითებული ჰქონდა, რომ სადავოა თანხის ნაწილი და არა მთლიანი თანხა, რის გამოც სასამართლოს მიერ მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არასწორია, რადგან ათვლილია მთლიანი თანხიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, განჩინება ჩაბარებულ უნდა იქნეს 70-78-ე მუხლების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო, განჩინება გაეგზავნა როგორც მხარეებისათვის, ასევე მისთვისაც, რაც არ განუხორციელებია. სასამართლომ მონახა მარტივი გზა და განჩინება გააგზავნა მის ძველ მისამართზე, ხოლო მხარეებისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარება არ ჩათვალა საჭიროდ. ერთადერთი, ვისაც განჩინება ჩაბარდა, იყო ა. ხ-ე, რომლისგანაც 2007 წლის 27 ნოემბერს შეიტყო განჩინებების არსებობა. გარდა ამისა, განჩინებაში მითითებულია ა. ხ-ის გარდა ნ. გ-ი, ნ. ქ-ი და შპს «გ-ი,» რომელთა მინდობილობებიც მას არ გააჩნდა, ამდენად, გაუგებარია, რატომ არ გაუგზავნა სასამართლომ ხარვეზის განჩინებები მათ და რატომ არ სთხოვა ხარვეზის შევსება. აქვე აღსანიშნავია, რომ მათ სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ ჩაბარებიათ, რის გამოც კვლავ აქვთ სააპელაციო საჩივრების წარდგენის უფლება. თავად მისთვის კი უცნობი იყო ხარვეზის დადგენის შესახებ, უცნობი იყო ხარვეზის არსებობა და ვერც გამოასწორებდა, რადგან 2007 წლის 26 ოქტომბერს ღამით გაემგზავრა ქ. ბათუმში მივლინებით და 2007 წლის 26 ნოემბერს საღამოს დაბრუნდა (ტ. II, ს.ფ. 420-423).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული თ. ფ-ისა და თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით თ. ფ-ისა და თ. ც-ის წარმომადგენელ ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო. აღნიშნული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში თ. ფ-ის მიერ გამოსწორებულ იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი. 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დამატებით განისაზღვრა 5 დღის ვადა 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის სრულად გამოსასწორებლად. აღნიშნული განჩინება აპელანტებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდათ: თ. ც-ეს _ 2007 წლის 27 ნოემბერს, ხოლო თ. ფ-ეს _ 2007 წლის 20 ნოემბერს, მაგრამ ხარვეზი გამოსწორებული არ ყოფილა (ტ. II, ს.ფ. 424-425).

აღნიშნული განჩინება თ. ფ-ისა და თ. ც-ის სახელით კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის _ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივრის ავტორის (ე.ი. ნ. ჩ-ის) სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო განუხილველად დატოვა. 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინების არსებობა მისთვისაც და მისი მარწმუნებლებიასთვისაც უცნობია, რადგან განჩინება მიუხედავად მისი წერილობითი მოთხოვნისა, არც მას და არც მის მარწმუნებლებს: თ. ც-ესა და თ. ფ-ეს არ ჩაბარებიათ. შესაბამისად, ვერანაირ ხარვეზს ვერ გამოასწორებდნენ. სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ მან სთხოვა თავის მარწმუნებლებს, რომ შეეტანათ მინიმალური ოდენობა მის ქალაქიდან გამგზავრებამდე, რაც მათ შეასრულეს კიდეც ისე, რომ ხარვეზის შესახებ არც კი იცოდნენ. რაც შეეხება იმას, თითქოს მას არ გააჩნია სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, ესეც არასწორია, რადგან 2006 წლის 19 ივლისს თ. ფ-ისა და თ. ც-ის მიერ გაცემულ მინდობილობებში გარკვევით არის მითითებული ამის შესახებ და ეს მინდობილობები მის მიერ წარდგენილი იქნა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ურთავს მინდობილობების ასლებს, სადაც ხაზგასმულია ტექსტის ის ადგილი, სადაც მითითებულია ამ უფლებამოსილების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ 2004 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დამატებით განისაზღვრა ხარვეზის შესავსებად 5 დღის ვადა, ასევე არასწორია, ვინაიდან საპელაციო სასამართლომ 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და აღნიშნული განჩინება დაასაბუთა იმით, თითქოს ნ. ჩ-ს 2007 წლის 29 ოქტომბერს ჩაბარდა 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლს, რომლის თანახმად, განჩინება ჩაბარებულად ითვლება, რადგან ნ. ჩ-ის ძმას ჩაბარდა და ასაბუთებს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეებსაც ჩაბარებულად ეთვლებათ, მაგრამ სასამართლო არ მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებისთვის განჩინება არც კი ყოფილა გაგზავნილი. აღნიშნულთან დაკავშირებით 2007 წლის 30 ნოემბერს ნ. ჩ-ის მიერ შეტანილ იქნა სასამართლოში კერძო საჩივარი, სადაც მიუთითა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სხვა გარემოებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც არ ჩააბარა არც მას და არც მის მარწმუნებლებს 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება, რითაც არსებითად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლი, რომლითაც ადრესატის არყოფნის შემთხვევაში შეტყობინების ჩაბარების წესია განსაზღვრული და მითითებულია, რომ შესაძლებელია, უწყება ჩაბარდეს ოჯახის წევრს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება. მოცემულ შემთხვევაში კი არცერთი არ მომხდარა: მის ძმას მისთვის არაფერი უცნობებია, მან რამდენადაც ნ. ჩ-თვის არის ცნობილი, განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომ ვერ აცნობა განჩინების არსებობის თაობაზე (ტ. II, ს.ფ. 434-438).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინებით ა. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული (ტ. II, ს.ფ. 482-485).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის მეორე განჩინებით თ. ფ-ისა და თ. ც-ის (წარმომადგენელი ნ. ჩ-ი) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნა განსახილველად (ტ. II, ს.ფ. 486-487).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის მესამე განჩინებით ლ. ი-ის, თ. ფ-ის, თ. ც-ის, ვ. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ნ. ჩ-ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაეზუსტებინა, გარდა ლ. ი-ის, ვ. ლ-ის, თ. ფ-ისა და თ. ც-ისა, კიდევ რომელი სხვა პირების სახელით ჰქონდა შემოტანილი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე (ტ. II, ს.ფ. 488-490).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინებით შპს «გ-ის» (წარმომადგენელი ნ. ჩ-ი) კერძო საჩივარი 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნა განსახილველად. ამასთან, ჩაითვალა, რომ სხვა პირთა მიერ კერძო საჩივარი არ იყო შემოტანილი (ტ. II, ს.ფ. 514-517).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ. ჩ-მა აპელანტების _ შპს «გ-ის» (დირექტორი ნ. ქ-ი), ნ. ქ-ის, ვ. ლ-ის, ლ. ი-ის, ნ. გ-ისა და ა. ხ-ის სახელით (იხ. ტ. II, ს.ფ. 352-356). იმავე გაადწყვეტილებაზე თ. ფ-ისა და თ. ც-ის სახელით ნ. ჩ-მა შეიტანა მეორე სააპელაციო საჩივარი (იხ. ტ. II, ს.ფ. 357-359).

პირველ სააპელაციო საჩივარზე ნ. ჩ-ის მიერ მითითებულია შემდეგი მისამართი: თბილისი, ........ 179, კორპ. I, ბინა 13 (იხ. ტ. II, ს.ფ. 352), ხოლო მეორე სააპელაციო საჩივარზე მისამართის ადგილას მითითებულია: «იგივე» (იხ. ტ. II, ს.ფ. 357).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს «გ-ის» (დირექტორი ნ. ქ-ი), ნ. ქ-ის, ვ. ლ-ის, ლ. ი-ის, ნ. გ-ისა და ა. ხ-ის წარმომადგენელ ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ: აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 15000 ლარის ოდენობით, ასევე, აპელანტების მიერ ნ. ჩ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან მათ მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა (იხ. ტ. II, ს.ფ. 362-365). ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 ოქტომბრის მეორე განჩინებით ნ. ჩ-ის მიერ თ. ფ-ისა და თ. ც-ის სახელით შემოტანილ მეორე სააპელაციო საჩივარს ასევე დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით, ასევე, ნ. ჩ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან მათ მიერ ხელმოწერილი საპელაციო საჩივრის წარმოდგენა (იხ. ტ. II, ს.ფ. 372-374).

თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის როგორც პირველი, ისე მეორე განჩინება აპელანტს გაეგზავნა და ჩაბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ. შესაბამისად _ ტ. II, ს.ფ. 378 და ტ. II, ს.ფ. 382).

პირველი განჩინების გზავნილი ჩაბარდა ასევე ი. ხ-ესა (იხ. ტ. II, ს.ფ. 380) და ვ. ლ-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 381), ხოლო მეორე განჩინების გზავნილი _ თ. ც-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 379).

2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თ. ფ-ემ მიმართა განცხადებით და წარადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (იხ. ტ. II, ს.ფ. 383-385).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს «გ-ის» (დირექტორი ნ. ქ-ი), ნ. ქ-ის, ვ. ლ-ის, ლ. ი-ის, ნ. გ-ისა და ა. ხ-ის წარმომადგენლის _ ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ტ. II, ს.ფ. 386-388). ამავე სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის მეორე განჩინებით თ. ფ-ესა და თ. ც-ეს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალათ ნ. ჩ-ზე გაცემული რწმუნებულების ან თავად მათ მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა (იხ. ტ. II, ს.ფ. 389-391).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ჩაბარდათ ა. ხ-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 393) და ვ. ლ-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 394), ხოლო ამავე სასამართლოს ამავე თარიღის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ _ თ. ც-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 400) და თ. ფ-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 401). აღნიშნული განჩინებები, მართალია, გაეგზავნა ნ. ჩ-საც, მაგრამ გზავნილები სასამართლოში დაბრუნდა მითითებით, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ნ. ჩ-ის ძმა, რომელიც უარს აცხადებდა განჩინების ჩაბარებაზე (იხ. ტ. II, ს.ფ. 397-399; 402-404).

2007 წლის 29 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. ჩ-ის ძმამ, ვ. ჩ-მა, წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებათა გზავნილები და განმარტა, რომ ოქტომბრის ბოლოს ნ. ჩ-ზე გადასაცემად ჩაიბარა 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებები. მართალია, კურიერს განუმარტა, რომ ნ. ჩ-ი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა და ვერ შეჰპირდებოდა ამ დოკუმენტების გადაცემას, მაგრამ მან გზავნილები მაინც დაუტოვა. იმის გამო, რომ ვერ მოახერხა აღნიშნული განჩინებების ნ. ჩ-თვის გადაცემა, რადგან ოჯახური პირობების გამო არ აქვთ ურთიერთობა, ამასთან, როგორც მისთვის ცნობილი იყო, ნ. ჩ-ი თბილისში არ იმყოფებოდა, იძულებული გახდა, სასამართლოსათვის დაებრუნებინა აღნიშნული განჩინებები (იხ. ტ. II, ს.ფ. 405-414).

ამავე თარიღით _ 2007 წლის 29 ნოემბერს _ სააპელაციო სასამართლოში ასევე შევიდა ნ. ჩ-ის განცხადება, რომელშიც განმცხადებელმა მიუთითა, რომ როგორც მისთვის ცნობილი გახდა, სააპელაციო სასამართლომ ა. ხ-ეს გაუგზავნა განჩინება, რომელშიც აღნიშნულია, თითქოს 2007 წლის 29 ოქტომბერს ნ. ჩ-ს ჩაბარდა 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ და მან ხარვეზი არ შეავსო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მას არანაირი განჩინება არ მიუღია, ვინაიდან იმყოფებოდა ქ. ბათუმში მივლინებაში, თანაც ......... ქუჩაზე იგი უკვე აღარ ცხოვრობს და არც რაიმე კონტაქტი აქვს. მისი ამჟამინდელი მისამართია: თბილისი, ......... II კვ. კორპ. ¹1, ბ. 119 (იხ. ტ. II, ს.ფ. 415-416).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით თ. ფ-ისა და თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ტ. II, ს.ფ. 424-425). აღნიშნული განჩინება ჩაბარდა თ. ც-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 427), ხოლო ნ. ჩ-ის სახელზე თბილისში, .......... ¹179, კოპ. ¹1, ბ. ¹13 მისამართზე გაგზავნილი კონვერტი უკან დაბრუნდა მითითებით: «აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ნ. ჩ-ის ძმა, რომელიც უარს აცხადებს განჩინებების ჩაბარებაზე» (იხ. ტ. II, ს.ფ. 431-433).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2007 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრისათვის მოქმედი რედაქციის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანადმებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისთვის უწყების შინაარსის ცნობება. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ახალი საცხოვრებელი მისამართის შესახებ ნ. ჩ-მა სასამართლოს აცნობა მხოლოდ 2007 წლის 29 ნოემბერს (იხ. ტ. II, ს.ფ. 415-416), ანუ როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ჩაბარებული ჰქონდათ ა. ხ-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 393) და ვ. ლ-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 394), ხოლო ნ. ჩ-ს გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ საცხოვრებელ მისამართზე (იხ. ტ. II, ს.ფ. 397-399), ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინება ხარვეზის შევსავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარებული ჰქონდათ თ. ც-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 400) და თ. ფ-ეს (იხ. ტ. II, ს.ფ. 401), ხოლო ნ. ჩ-ს ასევე გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ საცხოვრებელ მისამართზე (იხ. ტ. II, ს.ფ. 402-404). ამდენად, კერძო საჩივრების ავტორმა ნ. ჩ-მა მიუხედავად იმისა, რომ როგორც 2007 წლის 30 ნოემბერს შემოტანილ მეორე კერძო საჩივარში თავად მიუთითებს, უკვე რამდენიმე თვე იყო, რაც აღარ ცხოვრობდა ......... ქუჩაზე (იხ. ტ. II, ს.ფ. 420), ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის დროულად ეცნობებინა საცხოვრებელი მისამართის შეცვლის თაობაზე, რის გამოც მის მისამართზე გაგზავნილი უწყებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქციის 76-ე მუხლის შესაბამისად, სწორად იქნა მიჩნეული მხარისათვის ჩაბარებულად.

ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებები ჩაიბარა ნ. ჩ-ის ძმამ _ ვ. ჩ-მა და შემდეგ იმ მოტივით, რომ ვერ დაუკავშირდა მის დას, დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში 2007 წლის 29 ნოემბერს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნ. ჩ-თვის სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის დამადასტურებელ საპატიო გარემოებაზე მითითებად, ვინაიდან მისამართის შეცვლის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც მისამართს შეიცვლის და სწორედ ის არის ვალდებული აცნობოს სასამართლოს მისამართის შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი, როგორც მხარის მიმართ დადგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე იმ გარემოებასაც, რომ კერძო საჩივრის ავტორს დღემდე არ წარმოუდგენია მის მიერ როგორც პირველ, ისე მეორე კერძო საჩივარში მითითებული გარემოების _ ბათუმში სემინარზე გამგზავრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ასევე საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით, ვინაიდან მის ძმას მისთვის არაფერი უცნობებია და მან რამდენადაც ნ. ჩ-თვის გახდა ცნობილი, განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომ ვერ აცნობა განჩინების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მეორე კერძო საჩივარში ნ. ჩ-ის მიერ მითითებულ არგუმენტს, რომ ვინაიდან საქმის მასალებში არსებობდა თ. ც-ისა და თ. ფ-ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობები, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ს არ გააჩნდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია თ. ფ-ისა და თ. ც-ის მიერ გაცემული მინდობილობები მართლაც არსებობდა საქმის მასალებში, მაგრამ ისინი სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის 2007 წლის 13 აგვისტოსათვის (იხ. ტ. II, ს.ფ. 357) უკვე ვადაგასული იყო (იხ. ტ. I, ს.ფ. 4-5; ტ. II, ს.ფ. 439-440). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა აღნიშნული ხარვეზის დადგენის სრული საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები დატოვებულ იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ფ-ის, თ. ც-ის, შპს «გ-ის,» ლ. ი-ის, ვ. ლ-ის (თ. ფ-ის, თ. ც-ისა და შპს «გ-ის» წარმომადგენელი ნ. ჩ-ი) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე და თ. ფ-ისა და თ. ც-ის (წარმომადგენელი ნ. ჩ-ი) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრისა და 10 დეკემბრის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.