Facebook Twitter

¹ას-157-495-07 20 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანმა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ჟ. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. და თა. მ-ები

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ თ. მ-ის, ს. ე-ისა და ჟ. ძ-ის მიმართ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მესამე პირებმა თ. და ლ. მ-ებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს თ. მ-ის, ს. ე-ისა და ჟ. ძ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ინდივიდუალური წილის განსაზღვრის შესახებ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. მ-ის მიერ თ. მ-ის სახელზე გაცემული 2000 წლის 15 მაისის გენერალური მინდობილობა, თ. მ-ის მიერ ს. ე-ის სახელზე 2000 წლის 17 მაისს გაცემული მინდობილობა და 2000 წლის 17 აგვისტოს სვეტლანა ეგიანსა და ჟ. ძ-ს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მესამე პირების _ თ. და ლ. მ-ების დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას ინდივიდუალური წილის განსაზღვრის ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ე-მა და ჟ. ძ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება.

თ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ ვერ ასრულებდა მორიგების პირობებს, ვინაიდან ჟ. ძ-მა გადაიფიქრა თანხის მიღება და კატეგორიულად ითხოვს მის ბინიდან გამოსახლებას, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მორიგების პირობების შესასრულებლად მას ესაჭიროება სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით თა. და თ. მ-ების განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ გ. მ-ის უფლებამონაცვლე პირებზე _ თ. და თა. მ-ების სასარგებლოდ, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ძ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოსადგენად, სასამართლოს განცხადებით მიმართა ჟ. ძ-მა, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, თუმცა კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი. ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ძ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით ჟ. ძ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოსადგენად, ჟ. ძ-მა ხარვეზი გამოასწორა ნაწილობრივ და სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოდგენა. ჟ. ძ-მა წარმოადგინა განცხადება, თუმცა იგი თავისის შინაარსით არ წარმოადგენს დასაბუთებულ კერძო საჩივარს, ვინაიდან შედგენილი არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ. ძ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჟ. ძ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.