Facebook Twitter

¹ას-165-433-08 D მაისი, 2008წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ა-ი”, რ.მ-ძე, თ.რ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. მაისის გადაწყვეტილებით ზ.ს-ძის სარჩელი მოპასუხეების - შპს “გაზეთ ა-ის”, რ.მ-ძისა და თ.რ-შვილის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათთვის 200 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თ.ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ზ.ს-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . ოქტომბრის განჩინებით ზ.ს-ძეს, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 8 000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა. განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . ნოემბრის განჩინებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან მან ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ, წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, მაგრამ არ მიუთითა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, კერძოდ, რას ხდიდა იგი სადავოდ, სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა თუ სამართლებრივ შეფასებებს.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო 20..წ. .. იანვრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა ზ.ს-ძემ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ.ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ.ს-ძეს, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 8 000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, კერძოდ, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . ნოემბრის განჩინებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან მან ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ, წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, მაგრამ არ მიუთითა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, კერძოდ, რას ხდიდა იგი სადავოდ, სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ სამართლებრივ შეფასებებს.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ზ.ს-ძესა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ზ.ს-ძეს ჩაჰბარდა 20..წ. .. დეკემბერს (ს.ფ.198), შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 20..წ. . იანვარი. ზ.ს-ძემ ხარვეზი არა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არამედ ვადის გასვლის შემდგომ, 20..წ. .. იანვარს გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზ.ს-ძე კერძოO საჩივარში განმარტავს, რომ მას განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ თავად არ ჩაუბარებია და არც ის იცის, ვინ მოაწერა ხელი მის მაგივრად, ამასთან უთითებს, რომ მისმა მეზობელმა კონვერტის გარეშე გადასცა სასამართლოდან მოსული წერილი და, ვინაიდან ხანდაზმულია, ვერ გაიხსენა როდის მიიღო გზავნილი და სად არის კონვერტი. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად მას ჩაჰბარდა 20..წ. .. დეკემბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ.ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.