ას-180-447-08 2 მაისი 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ო.ხ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.კ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება –თ.ის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის
განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20..წ. .. სექტემბერს ო.ხ-შვილმა მიმართა თ.ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ო.კ-ძის მიმართ და მოითხოვა ო.კ-ძის მიერ თვითნებურად მითვისებული საერთო სარგებლობის ეზოს კაპიტალური კედლების, ყოველგვარი მიშენებების დანგრევა და ეზოს და ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
თ.ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.ხ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო.ხ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თ.ის დიდუბე-ჩუიღურეთის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო.ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ო.კ-ძეს დაევალა დაბა წყნეთში, თ. ქ.¹. -ში მდებარე ¹.. კოტეჯის სარდაფის და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.კ-ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ო.ხ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 20..წ. .. სექტემბრის გადაწყვეტილებით ო.კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ამ საქმეზე თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილება.
20..წ. .. ნოემბერს თ.ის სააპელაციო სასამართლიოს განცხადებით მიმართა ო.ხ-შვილმა და მოითხოვა თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. იანვრის განჩინებით ო.ხ-შვილის განცხადება დასახელებული გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი ო.ხ-შვილი ითხოვდა გადაწყვეტილების განმარტების სახით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რაც კანონსაწინააღმდეგო იყო და დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო.ხ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს, როგორც უსაფუძვლო და უკანონო.
ო.ხ-შვილის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილება უნდა განემარტა მისი სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად. კერძო საჩივრის ავტორის აზრით,
20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილება განმარტებული უნდა ყოფილიყო შემდეგი სახით:
1 მოიშალოს პირველ სართულზე არსებული ოთახი რომელიც გადიდებულია და გადაკეთებულია ოთახად აივნიდან, საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ხარჟზე, მოიშალოს ეზოსი გაკეთებული კიბეები აივანზე ასასვლელი, აგრეთვე ახლად გაკეთებული გადახურული ბინაში შესასვლელი.
2 მოიშალოს საწოლი ოთახის გვერდითი აივანი, რომელიც გადიდებულია საერთო საკუთრებაში არსეული მიწის ხარჯზე და გადაკეთებულია ბავშვების საწოლ ოთახად. მოვიდეს პირვანდელ მდგომარეობაში, დარჩეს აივნად.
3 პირვანდელ მდგომარეობაში მოვიდეს სადარბაზო-გაუქმდეს ახლად გაკეთებული სარდაფის ჩასასვლელი კიბე და აღდგეს სარდაფში ჩასასვლელი ძველი კიბე, სადარბაზოდან ჩასასვლელი ლუკი.
4 გაუქმდეს სადარბაზოში შესასვლელის ქვეშ გათხრილი ახალი სარდაფი უპროექტო და უკანონო, მოწყობილი საკუჭნაოდ და მარნად. აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და ამოივსოს მიწით.
5 აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში სარდაფი, რაც მთლიანად მიითვისა მოპასუხემ, მასალა ტიხრები, გადააკეთა, თავისი შეხედულებით მოაწყო აბაზანა, ბარი, ბუხარი. დამიბრუნდეს ჩემი კუთვნილი სარდაფის ფართი 32 მ2 , მოპასუხეს დარჩეს 14 მ2 ფართი. გარდა ამისა, აღდგეს თავისუფალი ფართი, რისთვისაც უნდა მოიშალოს ბარი, აბაზანა, ბუხარი.
6 მოიშალოს 100მ2 ფართზე საერთო ეზოში მოწყობილი მანქანების სადგომი, რომელიც ამაღლებულია, დაბეტონებულია და მოკირწყლულია
7 მოიშალოს საერთო სარგებლობის ეზოში შესასვლელი ახალი ჭიშკარი და აღადგინოს პირვანდელი ღობე. დარჩეს ძველი შესასვლელი ჭიშკარი საერთო სარგებლობაში.
8 მოიშალოს საერთო სარგებლობის ეზოში აშენებული ეზოს გამყოფი ბეტონის კედელი.
9 მოიშალოს ეზოში გაკეთებული ფაცხა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თ.ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო.ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ო.კ-ძეს დაევალა დაბა წყნეთში, თ. ქ.¹.-ში მდებარე ¹.. კოტეჯის სარდაფის და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. იანვრის განჩინებით ო.ხ-შვილის განცხადება დასახელებული გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა
სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ო.ხ-შვილი განცხადებით ითხოვდა ფაქტიურად ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარის მიერ განცხადებაში ჩამოთვლილი მოთხოვნები ნაწილობრივ მიესადაგებოდა და პასუხობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, პალატა თვლის, რომ აღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლოს შეეძლო გადაწყვეტილება განემარტა იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებული იყო თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლოს აღმასრულებლის განცხადებით გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოსLO დასახელებული გადაწყვეტილება ო.ხ-შვილისათვის უნდა განემარტა სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ ფარგლებში, რაც გულისხმობს სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, ამასთან დასაბუთება არ შეესაბემება საპროცესო კანონმდებლობის მითითებულ ნორმებს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებული გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე. მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო.ხ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.