Facebook Twitter

¹ას-183-510-09 6 აპრილი 2009წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ს. და ჯ. ხ-შვილები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. კ-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ კომპენსაციის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 21 ნოემბერს ბ. კ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს. ხ-შვილის მიმართ და მოითხოვა კომპენსაციის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ... ქ. ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ „ა“-ს პირველი სართულის ¹13 ოთახსა და მისი მიმდებარე სათავსოზე მოპასუხის მფლობელობის შეწყვეტა (ს.ფ. 2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩაებნენ ჯ. და თ. ხ-შვილები (ს.ფ. 44).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ბ. კ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ. კ-იანს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისრა 10.500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ასევე დადგინდა კომპენსაციის გადახდის შემდეგ მოპასუხეების მფლობელობის შეწყვეტა სადავო ფართზე და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა (ს.ფ.139-141).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს თ. ს. და ჯ. ხ-შვილებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 155-166).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თ. ს. და ჯ. ხ-შვილების სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება აპელანტებს ჩაბარდათ 2008 წლის 22 სექტემბერს, კერძოდ, გადაწყვეტილება ჩაბარდა მათი ოჯახის წევრს, მ. ა-შვილს. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან, კერძოდ, 2008 წლის 23 სექტემბრიდან და ამოიწურა 2008 წლის 7 ოქტომბერს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში მხარეთა მიერ წარდგენილი იყო 2008 წლის 7 ოქტომბერს, კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 169-171).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ს. და ჯ. ხ-შვილებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ. მოსარჩელემ სარჩელში არ მიუთითა მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. მათ, ასევე, არ მიუციათ თანხმობა მ. ა-შვილისათვის იმის შესახებ, რომ მათი გზავნილები ჩაებარებინა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდნენ მხოლოდ ერთ სხდომაზე, სადაც აღნიშნეს, რომ ჩაწერილები იყვნენ სადავო ბინაში, მაგრამ ცხოვრობდნენ სხვა მისამართზე. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) მიხედვით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ მითითებული მისამართი არასწორია, გზავნილი არ ითვლება ჩაბარებულად. ოჯახური კონფლიქტის გამო წლების განმავლობაში შვილთან და რძალთან არ აქვთ ურთიერთობა. მეტიც, სააპელაციო საჩივარზე მათი ხელმოწერა არ არის და მისი არც შინაარსი და არც შეტანის თარიღი მათთვის ცნობილი არ ყოფილა. მათ არ იციან სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი, მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში და საბოლოოდ მისი გასაჩივრების უფლებაც შეეზღუდათ. სხვადასხვა ანგარებითი მოსაზრების გამო შვილსა და რძალს არ სურთ, რომ მათ საქმის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა როგორც მხარეებმა (ს.ფ. 190-191).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. და ჯ. ხ-შვილების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება აპელანტებს ჩაბარდათ 2008 წლის 22 სექტემბერს. საქმეში არსებულიGგზავნილის ჩაბარების დასტურიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება ჩაბარდა აპელანტების ოჯახის წევრს, მ. ა-შვილს, რომელიც არის ერთ-ერთი თანამოპასუხის, კერძო საჩივრის ავტორთა ვაჟის _ თ. ხ-შვილის მეუღლე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. ამავე ნორმის თანახმად, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გზავნილი 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ მოპასუხეებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებს მანამდეც ჩაბარდათ უწყება იმავე მისამართზე, ... ქ. ¹18-ში და კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუმართავთ სასამართლოსათვის განცხადებით იმის შესახებ, რომ მათთვის სხვა მისამართზე ჩაებარებინათ სასამართლოს აქტები თუU სხვა გზავნილები.

შაკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას იმის შესახებ, რომ მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება შეეზღუდათ, სააპელაციო საჩივარზე მათი ხელმოწერა არ არის, მისი შინაარსი და შეტანის თარიღი მათთვის ცნობილი არ ყოფილა. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, სააპელაციო საჩივარი შეტანილია სამივე თანამოპასუხის _ ს. თ. და ჯ. ხ-შვილების მიერ, რასაც ადასტურებს მასზე სამივე აპელანტის ხელმოწერა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2008 წლის 23 სექტემბრიდან და ამოიწურა 2008 წლის 6 ოქტომბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სააპელაციო საჩივარი ს. თ. და ჯ. ხ-შვილებმა სასამართლოში შეიტანეს 2008 წლის 7 ოქტომბერს, კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ იგი სწორად იქნა მიჩნეული დაუშვებლად და დარჩა განუხილველი. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. და ჯ. ხ-შვილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.