Facebook Twitter

ას-189-454-08 19 მაისი, 2008 წელი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ.ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს “ე-ა”

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის Q.თის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – Q.თის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

Q.თის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-ეს” სარჩელი სს ,,გ-ის” მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 689 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 20..წ. .. მაისს ამოიწერა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.

20..წ. .. ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის Q.თის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა ე.ღ-ძემ და მოითხოვა 20..წ. .. მაისს გაცემული ¹..-....-.. სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტების შეცვლა, კერძოდ, მითითებულ სააღსრულებო ფურცელში მოვალე სს ,,გ-ის” ნაცვლად მისი სამართალმემკვიდრე სს ,,ე-ის” მითითება. განცხადებას დაერთო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს” 20..წ. .. ოქტომბრის ¹../... ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.Q.თის საგადახადო ინსპექციის 20..წ. . ნოემბრის ¹.. . ../..... წერილი, რომლებიდანაც ირკვევა, რომ სს ,,გ-ა” შეერწყა სხვა ენერგოკომპანიებს, რის საფუძველზეც შეიქმნა სს ,,ე-ა”.

Q.თის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით შეტანილ იქნა ცვლილება ¹......-.. სამოქალაქო საქმეზე _ შპს ,,ს-ეს” სარჩელისა გამო სს ,,გ-ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მოვალედ, სს ,,გ-ის” ნაცვლად, მიეთითა სს ,,ე-ა” შემდეგ გარემოებათა გამო: განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს” 20..წ. ¹../... ბრძანების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ სს ,,გ-ა” შეერწყა სხვა ენერგოკომპანიებს, რის შედეგად შეიქმნა მათი სამართალმემკვიდრე სს ,,ე-ა”. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ.Q.თის საგადასახადო ინსპექციის 20..წ. ¹...../... ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა სს ,,ე-ას” სახელმწიფო რეგისტრაცია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და წარმოდგენილი განცხადება საფუძვლიანად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს ,,ე-მა” შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რომელიც უშვებს მხარეთა უფლებამონაცვლეობისას სააღსრულებო ფურცლის გაცემას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოვალის მიმართ სააღსრულებო ფურცელი ჯერ გაცემული არ არის, ხოლო უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორი სარგებლობს ან უკვე ისარგებლა დაუბრკოლებლად, აღსრულების ყველა ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო სააღსრულებო ფურცელი შპს “ს-ეს” სახელზე უკვე გაცემული იყო. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, როდესაც განიხილა სადავო სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტებში ცვლილების შეტანის შესახებ სააღსრულებო ბიუროს განცხადება, ვინაიდან განმცხადებელი, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლის თანახმად, არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა. ამდენად, სასამართლოს უნდა დაედგინა სათანადო მოსარჩელის ვინაობა და თუ არასათანადო მხარე უარს იტყოდა სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე, საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შედგენილ იქნა სამოქალაქო საპროცესაო კოდექსის მე-2, 2671-ე და 92-ე მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევით, რადგან მასში არასწორად მითითებულია, რომ განჩინება არ საჩივრდება, რის გამოც სს ,,ე-ას” საკუთარი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა შეეზღუდა. Q.თის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს რა ადმინისტრაციულ ორგანოს, მის მიერ შეტანილი განცხადება, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ნაცვლად, განსჯადობით უნდა განეხილა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებანი სრულად არ გამოიკვლია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაადგენდა, რომ Q.თის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. ოქტომბერის განჩინებით სს ,,გ-ის” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ვადად განისაზღვრა 20..წ. .. ოქტომბერი. ამავე წლის .. ოქტომბერს კი სს ,,ე-ა” დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. სს “გ-ას” დაენიშნა გაკოტრების მმართველი და კრედიტორთა პირველი კრება დაინიშნა 20..წ. . აპრილს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეოთხე პუნქტისა და საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის განჩინების საფუძველზე დროებით შეჩერდა მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ხოლო ამავე კანონის მე-13 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე მოცემული დავა უნდა ეწარმოებინა გაკოტრების საქმის წარმოების გამხსნელ სასამართლოს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,გ-ას” შპს ,,ს-ეს” სასარგებლოდ დაეკისრა 13 689 ლარის გადახდა, რაზეც 20..წ. .. მაისს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს” 20..წ. .. ოქტომბრის ¹../... ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.Q.თის საგადახადო ინსპექციის 20..წ. . ნოემბრის ¹.. . ../..... წერილის თანახმად, სს ,,გ-ა” შეერწყა სხვა ენერგოკომპანიებს, რის საფუძველზეც შეიქმნა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა სს ,,ე-ა”.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის Q.თის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა და მოითხოვა ზემოხსენებულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ, სს ,,გ-ის” ნაცვლად, სს ,,ე-ის” მითითება, რაც სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ე-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 24-ე მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შესაძლებელია, სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცეს არა უშუალოდ იმ მხარის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება, არამედ მისი უფლებამონაცვლის მიმართაც. კანონის აღნიშნული დანაწესი გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც მოვალის უფლებამონაცვლე დგინდება სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების ჯეროვან და ეფექტურ აღსრულებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმა სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შემდეგ მოვალის მისი უფლებამონაცვლით შეცვლის შესაძლებლობას არ კრძალავს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი ამოიწერა 20..წ. .. მაისს, რა დროსაც მოვალეს განსახილველ დავაზე წარმოადგენდა სს ,,გ-ა”. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი კერძო საჩივრის ავტორს არ დაუდასტურებია. საქმის მასალებით უტყუარად ირკვევა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ სს ,,გ-ის” უფლებამონაცვლედ დადგინდა სს “ე-ა”. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 20..წ. .. მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სავსებით მართებულად შეიტანა ცვლილება და მოვალედ სს “ე-ა” საფუძვლიანად მიუთითა.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის Q.თის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელი არასათანადო მხარეს წარმოადგენდა და მისი განცხადება განსჯადობით უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში სადავო ცვლილების შეტანის თაობაზე აღმასრულებლის განცხადებით დამოუკიდებელი საქმის წარმოება არ დაწყებულა, არამედ აღნიშნული განცხადება მიზნად ისახავდა შპს “ს-ეს” სარჩელის გამო სს ,,გ-ის” მიმართ განხილულ სამოქალაქო საქმეზე სააღსრულებო წარმოების სწორად, კერძოდ, სათანადო მოვალის მიმართ წარმართვას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან მის სარეზოლუციო ნაწილში არასწორად მიეთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ საპროცესო დარღვევას მხარის ინტერესების ხელყოფა (მისი კერძო საჩივარი დაუბრკოლებლივ მიღებულ იქნა წარმოებაში) და საქმეზე არსებითად არასწორი განჩინების მიღება არ მოჰყოლია.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ Q.თის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. ოქტომბერის განჩინებით სს ,,გ-ის” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება, ვინაიდან აღნიშნული სადავო სააღსრულებო ფურცელში მოვალის შეცვლაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ე-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

Q.თის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.