¹ას-200-465-08 D14 მაისი, 2008წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ა-ია
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “თ-ი”
გასაჩივრებული განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . თებერვლის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20.. წ. .. აგვისტოს ლ.ა-იამ სარჩელით მიმართა თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს “თ-ის” მიმართ შრომითი ხელშეკრულების აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ. ..ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ა-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თ.ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ლ.ა-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინებით ლ.ა-იას, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.
20..წ. . იანვარს ლ.ა-იამ განცხადებით მიმართა თ.ის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ უსახსრობის გამო არ შეეძლო ხარვეზის გამოსწორება.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით აპელანტს 7 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
20..წ. .. იანვარს ლ.ა-იამ კვალვ მიმართა თ.ის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით ლ.ა-იას განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს კიდევ ერთხელ გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა.
20..წ. . თებერვალს ლ.ა-იამ განმეორებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დროულად ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .თებერვლის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა ლ.ა-იამ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ.ა-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ ლ.ა-იას სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინებით დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
ასევე დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს რამდენჯერმე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, კერძოდ, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ლ.ა-იას 20..წ. . იანვრის განცხადების საფუძველზე, თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 20..წ. .. იანვრის განჩინებით აპელანტს 7 დღით გაუგრძელა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების მიზნით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული ცნობის წარმოდგენის ვადა.
ასევე, ლ.ა-იას 20..წ. .. იანვრის განმეორებითი განცხადების საფუძველზე, თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს კიდევ ერთხელ გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა.
20..წ. . თებერვალს ლერია ახალაიამ განმეორებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დროულად ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
სააპელაციო სასამართლომ აღარ გაიზიარა ლ.ა-იას მოთხოვნა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების შესახებ, ვინაიდან განცხადებელმა ვერ დაასაბუთა თუ როდის შეძლებდა საჭირო ცნობის მოპოვებასა და მის კონკრეტულად განსაზღვრული ვადაში სასამართლოში წარმოდგენას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილევლად. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო იზიარებს და თვლის, რომ თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ.ა-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 7 თებერვლის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.