Facebook Twitter

ას-220-554-07 14 მაისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ,

მოსამართლე: როზა ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. პი-ს, ლ. ჯ-სა და მ. დ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუქტების შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი ნ. პ-ს, ლ. ჯ-სა და მ. დ-ს მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ დადგენილი წესის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს ჩაბარდათ 2007 წლის 24 აპრილს (ს.ფ.24-26). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ნ. პ-მ, ლ. ჯ-მა და მ. დ-მ სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. პ-ს, ლ. ჯ-სა და მ. დ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.