Facebook Twitter

ას-233-567-07 21 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძემ

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.შ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ო...”

ქ...ი (მოპასუხეები)

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. შ-მ 2006 წლის 5 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ო...სა” და ქ...ს მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. შ-ს სარჩელი; გაუქმდა შპს “ო...სა” და ქ...ს საგაკოტრებო მორიგებით რეაბილიტაციის მმართველის ნ. ლ-ის 2006 წლის 7 აპრილის ¹ 2 ბრძანება ბუღალტერ ა. შ-ის განთავისუფლების შესახებ როგორც უკანონო; ა. შ-ს უარი ეთქვა ბუღალტრის თანამდებობაზე აღდგენაზე უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 იანვრის განჩინებით ა. შ-ს დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით ა. შ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. შ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველი დარჩება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. შ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა; აღნიშნული განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა. (ს.ფ. 129-130).

ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს და მის წარმომადგენელს საკასაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ა. შ-ს ჩაბარდა 2007 წლის 30 აპრილს (ს.ფ. 137). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 7 მაისის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ა. შ-ს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. შ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.