ას-252-511-08 13 მაისი, 2008 წ.
ქ. თ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.ჯ-ძე, ლ.ნ-აია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ჯ-ძემ და ლ.ნ-აიამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ო.ს კულტურის ცენტრის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 20..წ. . იანვრიდან . ივლისამდე მოსარჩელეები მუშაობდნენ ო.ს საბავშვო ბიბლიოთეკაში, ლ.ჯ-ძე _ გამგედ, ყოველთვიურად 130 ლარის ანაზღაურებით, ხოლო ლ.ნ-აია _ ბიბლიოთეკარად, 125 ლარის ანაზღაურებით. მოსარჩელეებმა მიიღეს ხელფასი მხოლოდ პირველი სამი თვის ნამუშევრისათვის და დარჩენილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის შედეგად შეიტყვეს, რომ 20..წ. . აპრილიდან ისინი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი დროის განმავლობაში ხელფასის გადახდა ლ.ჯ-ძისათვის 390 ლარის, ხოლო ლ.ნ-აიასათვის 375 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დროულად ეცნობათ, ამდენად, სადავო დავალიანების გადახდის საფუძველი არ არსებობს.
ო.ს რაიონული სასამართლოს 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ო.ს კულტურის ცენტრს სოლიდარულად დაეკისრათ ლ.ჯ-ძის სასარგებლოდ 390 ლარის, ხოლო ლ.ნ-აიას სასარგებლოდ _ 375 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს რა 765 ლარს, აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ 1000 ლარს არ აღემატება, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინებით სწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, ვინაიდან წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, თუმცა სასამართლოს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობას არასწორად დააკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდა ო.ს კულტურის ცენტრთან ერთად სოლიდარულად, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ლ.ჯ-ძე და ლ.ნ-აია სამუშაოდან გათავისუფლდნენ ო.ს კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ბრძანებით და კერძო საჩივრის ავტორს მოსარჩელეთა გათავისუფლებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამდენად, მისი სოლიდარული პასუხისმგებლობა უნდა გაუქმდეს. სააპელაციო პალატას ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეცდომაში შეიყვანა და მატერიალური ზიანი მიაყენა აპელანტს, როდესაც მიუთითა, რომ მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო სააპელაციო წესით. მხარის ზიანი გამოიხატა იმაში, რომ მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 23 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ო.ს რაიონული სასამართლოს 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ო.ს კულტურის ცენტრს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ლ.ჯ-ძისათვის 390 ლარის, ლ.ნ-აიასათვის კი _ 375 ლარის, სულ _ 765 ლარის გადახდა, რაც ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავაში უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით მოთხოვნის შესაბამისად მისი საგნის ღირებულება შეადგენს 765 ლარს, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს. აღნიშნული ოდენობა კი, კანო.თ დადგენილ ზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება, რის გამოც ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა ცნობილი დაუშვებლად.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად მიუთითა ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობაზე, რის გამოც მხარეს მიადგა მატერიალური ზიანის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანო.ს მე-6 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ (შემდეგ რეკვიზიტებზე: საიდენტიფიკაციო კოდი _ ¹........., ანგარიში ¹........., ბანკის კოდი _ ¹........., საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ ¹.........) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 23 ლარი.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, თუმცა გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეთა მიმართ სოლიდარული ვალდებულება არასწორად დააკისრა. მხარის დასახელებული არგუმენტით იგი ფაქტობრივად ითხოვს ო.ს რაიონული სასამართლოს 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებას, რაც შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ ო.ს მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში კი ხსენებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
ო.ს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 23 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.