ას-257-515-08 D22 მაისი, 2008წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “უ-ი”
წარმომადგენელი _ ლ.ე-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ზ-ი”, ნ.ჯ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის საოქმო განჩინება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20..წ. . მაისს შპს „ზ-მა“, შპს „მ-მა“, შპს „ქ-მა“ და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ნ.მ-ელმა და ა.ქ-ავამ სარჩელი აღძრეს თ.ის გ.-ნ.ის რაიონულ სასამართლოში სს „უ-ის“ მიმართ საერთო სარგებლობის გზის _ სერვიტუტის აღდგენის თაობაზე. სარჩელის საფუძვლად აღნიშნეს, რომ საკუთრების უფლებით ეკუთვნით ქ.თ.ში, ე.ს ქ.¹.-ში მდებარე შენობა და მიწის ნაკვეთი, თუმცა მათ არ გააჩნდათ ამ შენობასთან მისასვლელი გზა. დიდი ხნის მანძილზე ამავე მისამართზე განთავსებული ორგანიზაციები სარგებლობდნენ მოპასუხის ტერიტორიაზე გამავალი საერთო სარგებლობის გზით, რომელიც ამჟამად სს „უ-მა“ მიისაკუთრა, რითაც შეეზღუდათ სადავო გზით სარგებლობის უფლება.
ქ. თ.ის გ.-ნ.ის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს აღუდგათ ქ.თ.ში, თ.ე.ს ქ.¹.-ში მდებარე შენობასთან მიმავალი სს „უ-ის“ კუთვნილი საერთო გზით სარგებლობის უფლება.
აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციების მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. ივლისის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტას.
თ.ის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნ.ჯ-შვილმა და მოითხოვა მოსარჩელის _ შპს “ზ-ის” უფლებამონაცვლედ მისი ჩაბმა იმ საფუძვლით, რომ შპს “ზ-ისგან” ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ე.ს ქ. ¹.-ში მდებარე შენობა.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს “ზ-ი” შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ ნ.ჯ-შვილით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “უ-ის” წარმომადგენელმა _ ლ.ე-შვილმა. მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ გაასხვისა შენობა, დაკარგა მოთხოვნის უფლება და გახდა არასათანადო მოსარჩელე, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი და არა 92-ე მუხლი.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “უ-ის” წარმომადგენელ ლ.ე-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის .ი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში, (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
აღნიშნული ნორმის თანახმად, უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს “ზ-ი” სარჩელით ითხოვდა საერთო სარგებლობის გზის _ სერვიტუტის აღდგენას თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თ.ში, ე.ს ქ.¹.-ში მდებარე შენობის ახალი მესაკუთრეა ნ.ჯ-შვილი.
შპს “უ-ის” წარმომადგენლები კერძო საჩივარში განმარტავენ, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ გაასხვისა შენობა, დაკარგა მოთხოვნის უფლება და გახდა არასათანადო მოსარჩელე, შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი და არა 92-ე მუხლი. აღნიშნულ განმარტებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით მოწესრიგებულია საკითხი იმასთან დაკავშირებით, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სარჩელის აღმძვრელ პირს, ჰქონდა თუ არა მოთხოვნის უფლება, ანუ რამდენად სათანადო იყო მოსარჩელე სარჩელის აღძვრისას. უფლებამონაცვლეობის საკითხს კი აწესრიგებს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობა განსხვავდება პროცესში არასათანადო მხარის შეცვლისგან. არასათანადო მხარე არის პირი, რომელიც არ არის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, ამიტომ მას არ აქვს მოთხოვნის უფლება. უფლებამონაცვლეობის დროს კი პირიქით, თავდა.ი მხარე იყო სათანადო მხარე, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და მხოლოდ იმის შედეგად, რომ მისი ადგილი ამ სამართლებრივ ურთიერთობაში დაიკავა სხვა პირმა, შესაბამისად, ეს სხვა პირი იკავებს მის ადგილს სამოქალაქო სამართალწარმოებაში.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე – ნ.ჯ-შვილზე გადავიდა წინამორბედი _ შპს “ზ-ის” უფლებები, ანუ სამართლებვრივ ურთიერთობებში შეიცვალა უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “უ-ის” წარმომადგენელ ლ.ე-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ნოემბრის საოქმო განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.