Facebook Twitter

¹ას-268-526-08 7 მაისი 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი ---- ნ.ე-შვილი (მ.ქ-ძის უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ.ც-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20.. წ. .. დეკემბერს თბილისის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ.ც-ძემ მოპასუხე მ.ქ-ძის მიმართ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მას გადაეცა საკუთრების უფლება ნ.ე-შვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში ზ.ც-ძის მიერ რეალურად დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე მდებარე, ქ. თ., ........ ქუჩა, 1 გასასვლელი ¹2.-ში მესაკუთრე ნ.ე-შვილისათვის 4300 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. იმავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ.ე-შვილის შეგებებული სარჩელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ე-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. თებერვლის განჩინებით ნ.ე-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ.ე-შვილს და მის წარმომადგენელს (წარმომადგენლობითი უფლებამოსილება) ს.ჯ-ძეს პირადად ჩაბარდათ შესაბამისად 20.. წ. . თებერვალს და 20.. წ. . იანვარს. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო ჯოგლიძისათვის გზავნილის ჩაბარებიდან მეორე დღეს 20.. წ. . იანვარს და იგი დასრულდა 20.. წ. .. იანვარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. ..თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ე-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, ეს შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო კოლეგიის მიერ ს.ჯ-ძის სახელზე 20.. წ. . იანვრის თარიღით გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნულია მხოლოდ ს.ჯ-ძისათვის სასამართლო კოლეგიის 20.. წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნაზე (რომელიც ს.ჯ-ძეს არ მიუღია), საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ მის ვალდებულებაზე, აღნიშნულის შესახებ შეეტყობინებინა მხარისათვის ამ მიმართვაში არაფერი არ არის მითითებული.

ასევე კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული გარემოებების არსებობისას გზავნილი ს.ჯ-ძის მიერ მისი მიღებულად ჩათვლის შემთხვევაშიც ვერ ჩაითვლება საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებულად, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო გადაწყვეტილების ჩაბარების დღედ ჩაეთვალა მის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღე 20.. წ. . მარტი და მისი გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლაც ამ დღიდან დაეწყო, ვინაიდან 20.. წ. . იანვრით დათარიღებულ გზავნილზე ს. ჯ-ძის სახელით შესრულებული ხელმოწერა რადიკალურად განსხვავდება 20.. წ. . მარტის გზავნილზე ს.ჯ-ძის ხელმოწერისაგან. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ კი სრულყოფილად არ გამოარკვია, რაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოება იყო. შესაბამისად უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

აღნიშნულიდან გამომდინერე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ.ე-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. თებერვლის განჩინებით ნ.ე-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, იმ მოტივით, რომ ნ.ე-შვილის წარმომადგენელმა ს.ჯ-ძემ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 20.. წ. .. ინვარს, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ს.ჯ-ძისთვის უწყების ჩაბარების თაობაზე რადგან საქმეში წარმოდგენილ უწყებაზე ხელმოწერის გრაფაში გაკეთებული აღნიშვნა არ შეიძლება მივიჩნიოთ ხელმოწერად. ის არ შეიცავს ანბანის არცერთ წერილობით ნიშანს და შეუძლებელია მსგავსი სახით გაკეთებული აღნიშვნა იდენტიფიცირებდეს ჩამბარებლის გვართან ან სახელთან. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ს.ჯ-ძეს სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით. ხოლო რაც შეეხება ნ.ე-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 20.. წ. .თებერვალს (ს.ფ 234) და შესაბამისად სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა კანონით დადგენილ ვადაში (ს.ფ.236).

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 20.. წ. . თებერვლიდან, როცა მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. თებერვლის განჩინებით ნ.ე-შვილის სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ.ე-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.