Facebook Twitter

¹ ას-273-531-08 14 მაისი, 2008 წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა.ტ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ვ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის . მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 20..წ. . მაისს სარჩელით მიმართა თ.ვ-ძემ მოპასუხე მ.გ-ის მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.ვ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ.გ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნა ბინიდან მდებარე ქ. თბილისი .. ¹..ა, ბინა .. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

20.. წლ. .. მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ა.ტ-შვილმა და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ. .. აპრილის განჩინებით ა.ტ-შვილის განცხადება თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ტ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.ტ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ. .. აპრილის განჩინება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა.ტ-შვილმა საჩივრით, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . მარტის განჩინებით ა.ტ-შვილის საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის 20.. წ. .. ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა.ტ-შვილს ჩაბარდა 20..წ. .. თებერვალს (ს.ფ222), ხოლო მის მიერ სასამართლოში შეტანილი საჩივარი თარიღდება 20..წ. 25 თებერვლით. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე აკაკი Q.თ-შვილის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოკლებულია განხილვის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან იგი შეტანილია სასამართლოში კანონით დადგენილი ვადის გადაცილებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.ტ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო განჩინების გამოტანისას სასამართლომ ჩათვალა, რომ 20..წ. 25 თებერვლისათვის გასული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ათდღიანი ვადა. კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ ა.ტ-შვილს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 20..წ. .. თებერვალს. სინამდვილეში მას დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 20..წ. .. თებერვალს. ხოლო .. თებერვლიდან საჩივარი შეტანილია შესაბამისი ვადის დაცვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . მარტის განჩინებით ა.ტ-შვილის საჩივარი დარჩა განუხილველი. უცვლელად იქნა დატოვებული ამავე პალატის 20.. წ. .. ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ა.ტ-შვილს ჩაბარდა 20..წ. .. თებერვალს (ს.ფ.222), ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო .. თებერვალს და ამოიწურა .. თებერვალს. ა. თ-შვილმა კი საჩივარი შეიტანა 20..წ... თებერვალს, კანონით გათვალისწინებული ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წლის .. ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 20..წ. .. თებერვალს ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა.ტ-შვილის საჩივრის დაუსაბუთებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა.ტ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.