¹ას-28-383-07 22 იანვარი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-მა 2006 წლის 12 სექტემბერს კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმება.
2006 წლის 12 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარმოსადგენად.
მ. გ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს იგი არ იქნა გადახდილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელიც განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში, მ. გ-ი კერძო საჩივრით ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება და სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ საჩივრდება. მიუხედავად ამისა, მ. გ-მა ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.