¹ას-290-547-08 27 მაისი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ.ა-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ.ა-ძე (მოპასუხე)
მესამე პირი _ ქ. Q.ს მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ უკანონო შენობა-ნაგებობის მოშლა, მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენა, ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ მორიგების აქტის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20..წ. .. ივნისს Q.ს საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ.ა-ძემ მოპასუხე დ.ა-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი და მოპასუხის მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენა, ღია აივნის გამიჯვნა, მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების მოშლა, აუცილებელი გზის გათავისუფლება და ზიანის ანაზღაურება 1600 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქალაქ Q.ს სასამართლოს 19.. წ. . ივნისის გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა Q.ში, მ-შვილის ქ. ¹..-ში მდებარე დ.ა-ძის სახელზე რიცხული სახლის ./. ნაწილის მესაკუთრედ. ამავე სასამართლოს 20.. წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ა-ძის კუთვნილი ./. ნაწილი გაიყო რეალურად, ხოლო ეზო დარჩა საერთო სარგებლობაში.
20..წ. .. აპრილს მოსარჩელე ოჯახით ჩავიდა Q.ში მისი კუთვნილი სახლის ./. ნაწილში საცხოვრებლად, მაგრამ მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები უთიშავდნენ ელექტროენერგიას, საშუალებას არ აძლევდნენ ესარგებლა წყლის ონკანით და საპირფარეშოთი, რომელიც მდებარეობს საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელეს ასევე არ ჰქონდა საშუალება ეცხოვრა სასამართლოს მიერ მისთვის მიკუთვნებული სახლის ./. ნაწილში, რადგან დ. ა-ძე წლების განმავლობაში უსაფუძვლოდ სარგებლობდა მისი ფართით. მოპასუხემ არსებითი ზიანი მიაყენა მოსარჩელის საკუთრებას, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისაღები ოთახი გადაუკეთეს სამზარეულოდ, ონკანის და გაზგაყვანილობის მოშლის გამო დაზიანდა კედლები.
Gგარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, ეზოში არსებული დამხმარე ნაგებობების კანონიერების საკითხი სადავოა, აღნიშნული შენობა-ნაგებობები, იმ მიზნით, რომ ეზო თავისუფლად არ გამიჯნულიყო, შეგნებულადაა აშენებული ეზოს დასავლეთით, აგრეთვე დარღვეულია პროექტით გათვალისწინებული პირობები. მ. ა-ძემ არაერთხელ მიმართა სასამართლოს დაედგინა დამხმარე ნაგებობების კუთვნილების საკითხი, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთზე ისეთი ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომელიც ხელყოფს ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა. რამდენადაც ზემომითითებული ნაგებობების არსებობა ხელს უშლის მიწის ნაკვეთის გამიჯვნას, შესაბამისად, მოთხოვნა აღნიშნული ნაგებობების მოშლის შესახებ მართლზომიერია და უნდა დაკმაყოფილდეს (ტომი 2, ს.ფ. 1-4).
Q.ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. . ნოემბრის საოქმო განჩინებით ქ. Q.ს მერია საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (ტომი 2, ს.ფ. 47-53).
Q.ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის განჩინებით მ.ა-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დადგინდა მხარეთა შორის აივნის გამიჯვნა ფაქტობრივი ფლობის მიხედვით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. და მ. ა-ძეების საერთო საკუთრებას წარმოადგენდა ქ. Q.ში, მ-შვილის და ნ. ჩ-ძის ქ. ¹../.-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მხარეები, ფაქტობრივად, სარგებლობდნენ უფრო მეტი მიწის ნაკვეთით, ვიდრე საკუთრებაში გააჩნდათ, ამ მიწის ნაკვეთზე დ. ა-ძეს აშენებული ჰქონდა დაუკანონებელი და უნებართვო ნაგებობები. გეგმა-ნახაზის მიხედვით არ ირკვეოდა, მიწის ნაკვეთის რომელი ნაწილი წარმოადგენდა ქალაქის საკუთრებას და რომელი _ მხარეებისას.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მხარე მოითხოვდა სადავო ეზოს საზღვრების გამიჯვნას და დაუკანონებელი ნაგებობების აღებას, რისი გადაწყვეტაც შეუძლებელი იყო ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყოფამდე, რამდენადაც უცნობი იყო ვის ტერიტორიაზე იდგა სადავო შენობა-ნაგებობები.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა აუცილებელი გზის გათავისუფლებისა და მისი კუთვნილი სველი წერტილების სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში, ვინაიდან სასამართლო ადგილზე დათვალიერებით დარწმუნდა, რომ მოპასუხეზე ხელშეშლის აღკვეთის დავალდებულების საფუძველი არ არსებობდა, მოსარჩელის მიერ მითითებული აუცილებელი გზა გათავისუფლებული იყო.
რაც შეეხებოდა მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მოსარჩელემ კი ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო (ტომი 2, ს.ფ. 63-68).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 73-75).
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და მოხდა სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, აგრეთვე ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა (ტომი 3, ს.ფ. 31-34; 66-69).
Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა Q.ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა (ტომი 3, ს.ფ. 103-109).
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ტომი 3, ს.ფ. 115-117).
Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით დ. ა-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა Q.ს სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება (ტომი 3, ს.ფ. 138-143).
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას 20..წ. .. თებერვლის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ი. გ-ძემ წარადგინა მორიგების აქტი, რომლის თანახმად მ.ა-ძე და მისი წარმომადგენელი ალექსანდრე თ-შვილი თანახმა არიან, სადავო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან კუთვნილი ./. წილი ანუ 240 კვ.მ გამოიყოს შემდეგი სახით: ქალაქ Q.ში, მ-შვილის და ნ. ჩ-ძის ქ. ¹../.-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე 16.2 კვ.მ სათავსოს რეკონსტრუქციის შედეგად მიღებულ სათავსოებზე ფართით 8 კვ.მ და 7.9 კვ.მ გამყოფი კედლის ცენტრიდან ეზოში, სამხრეთის მიმართულებითYარსებულ ბაქანზე და კიბეებზე, ასევე ზეძირკვლის სართულში (პერპენდიკულარულად) საზაფხულო აივნის ფართობზე გაივლოს გამყოფი ხაზი სიგრძით 9.1 მეტრი. გამყოფი ხაზი 900 კუთხით გაგრძელდეს დასავლეთით 9 მეტრი და 10 სანტიმეტრი, რის შემდგომაც გამყოფი ხაზი 900 კუთხით სამხრეთით გაივლოს 4 მეტრსა და 50 სანტიმეტრზე და გაგრძელდეს სამხრეთის მიმართულებით სამეზობლო ღობემდე 4 მეტრით. აღნიშნული გაყოფის შედეგად მ.ა-ძეს გამოეყოს 240 კვ.მ მიწის ნაკვეთი მისი სახლთმფლობელობის წილის პროპორციულად. დ.ა-ძე და მისი წარმომადგენელი ინგა გ-ძე თანახმაა, აღნიშნული სახით გამოიყოს 600 კვ.მ სადავო მიწის ფართიდან 240 კვ.მ მ.ა-ძის კუთვნილი ./. წილის პროპორციულად. მ.ა-ძეს 240 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებისათვის ეზოში გასასვლელი ჭიშკარი დარჩეს მ-შვილის ქუჩიდან, რომლითაც ისარგებლებს დამოუკიდებლად. ეზოში ჩასასვლელი ჭიშკრის მოწყობა დაევალოს მ.ა-ძეს. რაც შეეხება სადავო ეზოს ჩასასვლელში არსებულ ჭიშკარს, დ.ა-ძე უზრუნველყოფს ჭიშკრის აღებას და გადატანას. გამოყოფილი 240 კვ.მ მიწის ნაწილში სახლის გვერდით არსებული რკინის კონსტრუქცია (ტალავერი), რომელზეც გაშენებულია ვენახი, დარჩეს მ.ა-ძის საკუთრებაში. ეზოში მიჯნის გავლება და აივნის გაყოფა, ზეძირკვლის და კიბეების გაყოფა მოხდეს მ.ა-ძის მიერ გაღებული ხარჯით. გაყოფის შედეგად დარჩენილი მიწის ნაკვეთი 360 კვ.მ დარჩეს დ.ა-ძის საკუთრებაში. მორიგების აქტის დამტკიცებიდან 6 თვის განმავლობაში მ.ა-ძე თანახმაა, დ.ა-ძემ მოაწყოს მის კუთვნილ 360 კვ.მ მიწის ნაკვეთში ჩასასვლელი ჭიშკარი თავისი ხარჯით. ამ პერიოდის განმავლობაში კი ისარგებლოს მ-შვილის ქუჩიდან ჩასასვლელი ჭიშკრითა და ეზოთი, რაზედაც დ.ა-ძე თანახმაა. გამიჯვნის დასრულებამდე დ.ა-ძე თანახმაა, მ.ა-ძემ ისარგებლოს ეზოში არსებული წყლის ონკანითა და საპირფარეშოთი (ტომი 3, ს.ფ. 164-165).
Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მორიგების აქტი დამტკიცდა და საქმის წარმოება შეწყდა (ტომი 3, ს.ფ. 167-171).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მორიგების აქტის თაობაზე იგი არ ყოფილა ინფორმირებული. მართალია, რწმუნებულების საფუძველზე მისი ინტერესების დაცვას ა. თ-შვილი ახორციელებდა, მაგრამ ამ უკანასკნელისათვის მორიგების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით მ. ა-ძისათვის არ უცნობებიათ სასამართლო სხდომის დრო, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
მორიგების აქტი აშკარად ეწინააღმდეგება კერძო საჩივრის ავტორის ინტერესებს და არღვევს მის უფლებებს, რამდენადაც აღნიშნული აქტით მ. ა-ძეს დაევალა ეზოს მიჯნის გავლება და აივნის გაყოფა, ასევე საძირკვლისა და კიბეების თავისი ხარჯებით გაყოფა. მორიგების აქტზე თანდართულ ნახაზით დარღვეულია კერძო საჩივრის ავტორის ნაკვეთის გეომეტრიული ზომები და ნაკვეთის ფორმა.
გასაჩივრებული განჩინებით მ. ა-ძეს ხელი შეეშალა კანონით დადგენილი წესით შეესყიდა ქალაქის ფონდში ჩარიცხული 325 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქალაქის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მას განუცხადა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა მას არ შეეძლო, რადგან მოპასუხეს გასაჩივრებული განჩინებიდან გამომდინარე, უფლება მიეცა ესარგებლა ქალაქის ფონდში არსებული მიწის ნაკვეთით.
მორიგების აქტი უკანონოა იმ მიზეზითაც, რომ ამ აქტს ხელს აწერს თამარ ა-ძე, რომელიც მითითებულია მ.ა-ძის წარმომადგენლად, საქმის მასალებში კი მის მიერ თამარ ა-ძისათვის წარმომადგენლობის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი არ მოიპოვება (ტომი 3, 176-177; 184-187).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ დ.ა-ძის წარმომადგენელმა ინგა გ-ძემ წარადგინა მორიგების აქტი და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების თაობაზე, რასაც დაეთანხმა მ.ა-ძის წარმომადგენელი ა. თ-შვილიც. აღნიშნულ მორიგების აქტს ხელს აწერენ მხარეთა წარმომადგენლები ი. გ-ძე და ა. თ-შვილი (ტომი 3, ს.ფ. 164-165). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ.ა-ძეს თავის წარმომადგენელ ა. თ-შვილისათვის მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საქმის მორიგებით დამთავრებაზე, ამავე უფლებამოსილებით სარგებლობს მოპასუხე დ.ა-ძის წარმომადგენელი ინგა გ-ძე. პირველ შემთხვევაში რწმუნებულება გაცემულია უვადოდ, ხოლო მეორე შემთხვევაში რწმუნებულება ვადაშია და მარწმუნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება (ტომი 3, ს.ფ. 7; 137). მორიგების აქტს ხელს აწერს აგრეთვე ქ. Q.ს მერიის წარმომადგენელი, რომელიც საქმეში ჩაბმულია მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინებით წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მორიგების აქტი დამტკიცდა და საქმის წარმოება შეწყდა (ტომი 3, ს.ფ. 167-171).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილენი აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით. მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული დაიწყოს საქმე, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს ნებისმიერ მომენტში, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული, დაამთავრონ საქმე მორიგებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი შეიცავს იმ საპროცესო მოქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე. მითითებული ნორმის მიხედვით, წარმომადგენელს შეუძლია დაამთავროს საქმე მორიგებით მხოლოდ მინდობილობაში სპეციალური მითითების შემთხვევაში. მოცემულ დავაში როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ მათი წარმომადგენლების ა. თ-შვილისა და ი. გ-ძის მეშვეობით განკარგეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება საქმის მორიგებით დასრულებაზე, რის შესაბამისადაც მათი აღნიშნული მოქმედება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მორიგების აქტი, როგორც მხარეთა წარმომადგენლების მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარებოდა დამტკიცებას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მორიგების აქტის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება აღნიშნული აქტის დამტკიცების შედეგად მისი უფლებების დარღვევის თაობაზე. მორიგების აქტში ჩამოყალიბებულ პირობებს თავად მხარეები განსაზღვრავენ. სადავო შემთხვევაში მხარეთათვის კანონით მინიჭებული აღნიშნული საპროცესო უფლების რეალიზება განხორციელდა მათივე წარმომადგენლების მიერ მორიგების აქტზე ხელმოწერის გზით, რის გამოც მ. ა-ძის მსჯელობა მის მიერ დასახელებული პირობების შეუსაბამობის მოტივით აქტის გაუქმების შესახებ საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი 20..წ. .. თებერვლის სასამართლო სხდომაზე (რომელზეც წარდგენილი მორიგების აქტის დამტკიცების გამო საქმის წარმოება შეწყდა), დადგენილი წესით არ იყო მიწვეული. საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. ა-ძე ესწრებოდა წინა სასამართლო სხდომას, 20..წ. .. თებერვალს. აღნიშნული სხდომა გადაიდო მ. ა-ძის წარმომადგენელ ა. თ-შვილის შუამდგომლობით, მორიგებისათვის ვადის მიცემის მიზნით, რასაც თავად მ. ა-ძეც დაეთანხმა. აღნიშნულ სხდომაზე ჩამორთმეული გადადების ხელწერილით დგინდება, რომ მ. ა-ძე გაფრთხილებული იყო მომდევნო, 20..წ. .. თებერვლის სასამართლო სხდომის დროის თაობაზე (ტომი 3, ს.ფ. 159).
მართალია, მორიგების აქტს, როგორც მ. ა-ძის წარმომადგენელი, ა. თ-შვილთან ერთად ხელს აწერს თ. ა-ძეც, რომელიც არ არის მხარე და არც მ. ა-ძის წარმომადგენელი, მაგრამ ეს ვერ გახდება მორიგების აქტის გაუქმების საფუძველი. გადამწყვეტია ის გარემოება, რომ აღნიშნული მორიგების თაობაზე ნება გამოვლენილია მ. ა-ძის მიერ მისი წარმომადგენლის _ ა. თ-შვილის მეშვეობით, რომელიც ხელს აწერს მორიგების აქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 4..-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.