Facebook Twitter

ას-333-586-08 5 მაისი, 2008 წელი

ქ. თ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ინდივიდუალური მეწარმე “ბ.მ-ძე” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ.შ-დე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თ.- ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საავტორო უფლების დარღვევით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.შ-დეს წარმომადგენლებმა ა. ბ-ძემ და ი. ყ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ინდივიდუალურ მეწარმე “ბ.მ-ძის” მიმართ საავტორო უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის _ 20 200 ევროს ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 20.. წ. ინდივიდუალური მეწარმე “ბ.მ-ძის” გამომცემლობამ გამოსცა მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის”, სადაც მოსარჩელის ნებართვის გარეშე გამოიყენა რ. შ-ეს მიერ გადაღებული 13 ფოტოსურათი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ. შ-ემ სადავო ფოტოსურათებზე თავისი საავტორო უფლება ვერ დაადასტურა. ამასთან, სადავო ფოტოებზე აღბეჭდილია ისტორიული ფაქტები, რის გამოც მათზე “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

თ.- ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. აპრილის გადაწყვეტილებით რ.შ-ეს სარჩელი საავტორო უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ მეწარმე “ბ.მ-ძეს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1200 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, მორალური ზიანისა და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თ.- ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . ივნისის განჩინებით ინდივიდუალური მეწარმე “ბ.მ-ძის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი 20..წ. .. მაისს აპელანტ ბ.მ-ძეს პირადად ჩაბარდა, რასაც ადასტურებს მისი ხელმოწერა, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა 20..წ. .. მაისს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 მუხლით და ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 20..წ. .. მაისს, ამდენად, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონდარღვევით და უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ინდივიდუალური მეწარმე “ბ.მ-ძემ” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ.- ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. აპრილის გადაწყვეტილების ასლი ბ.მ-ძეს ჩაბარდა 20..წ. .. მაისს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა ამავე წ. .. მაისს.

GGს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური მეწარმე “ბ.მ-ძის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. ამასთან, მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი ამოწურვის შემდეგ შეტანილი სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ბ.მ-ძეს ჩაბარდა რა 20..წ. .. მაისს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა მართებულად აითვალა .. მაისიდან და იგი ამოწურულად ჩათვალა .. მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 20..წ. .. მაისს, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ბ.მ-ძის მიერ ზემოთ დასახელებული ნორმით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ბ.მ-ძემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა და მიიჩნევს, რომ მოცემული სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდივიდუალური მეწარმე “ბ.მ-ძის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თ.- ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.