საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-342-594-08 2 ივლისი, 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს “ .. ..” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე)
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ .. ..-ის” წინააღმდეგ თანხის დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკვეთით მოპასუხეს უნდა ჩაეტარებინა დამკვეთის მიერ განსაზღვრულ პირთა სამედიცინო-... შემოწმება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 20..წ. .. ოქტომბერს სს “ .. ..-მა” ... შემოწმება ჩაუტარა ფინანსური პოლიციის ..9 მოხელეს. შემოწმების შედეგად 5 მოხელეს დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი. ამასთან დაკავშირებით ფინანსური პოლიციის უფროსმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილის საფუძველზე, “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ეს თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა.
განთავისუფლებულ მოხელეთა ინიციატივით კომისიური ექსპერტიზის შედეგები ხელახლა გადამოწმდა, რის შედეგადაც ექპერტიზამ უარყო დალუქულ ანალიზებში ნარკოტიკულ ნივთიერებათა არსებობის ფაქტი. ფინანსური პოლიციის ყოფილმა მოხელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს სამსახურში აღდგენის და ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით. გლდანი-ნაძალადევის რაინულმა სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მოსარჩელის განმარტებით, სს “ .. ..-მა” არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 9405 ლარისა და 66...53 ლარის გადახდევინება.
თ.ის საქალქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს “ .. ..-მა”; ამავე სასამართლოს 20..წ. .. იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს “ .. ..-მა”.
თ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. მარტის განჩინებით სს “ .. ..-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ .. ..-მა” და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი ერთი დღის დაგვიანებით შეიტანეს. თებერვლის თვეში .. კალენდარული დღის ნაცვლად გამოთვალეს .. დღე, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ 1 დის დაგვიანებით შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს “ .. ..-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის .. დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
დადგენილია, რომ თ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. იანვრის განჩინებით სს “ .. ..-ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება სს “ .. ..-ს” ჩაჰბარდა 20..წ. .. თებერვალს. მისთვის სააპელაციო საჩივრის ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღიდან - 20..წ. .. თებერვლიდან. მას საააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 20..წ. .. მარტის ჩათვლით, მან კი შეიტანა 20..წ. .. მარტს, ანუ 1 დღის დაგვიანებით. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მათ არასწორად დათვალეს თებერვლის კალენდარული დღეები და ამიტომაც შეეშალათ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ იყო შეტანილი გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სს “ .. ..-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ .. ..-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.