¹ას-345-597-08 28 მაისი, 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ.სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ.ჩ-იანი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნოტარიუსი ს.ბ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – Q.თ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
Q.თ-ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ.ჩ-იანმა მოპასუხე ნოტერუს ს.ბ-ძის მიმართ თანხის გადახდევინების თაობაზე.
Q.თ-ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. . ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ჩ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მ.ჩ-იანმა და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
Q.თ-ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20..წ. .. სექტემბრის განჩინებით მ.ჩ-იანის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ჩ-იანმა.
Q.თ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინებით მ.ჩ-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატის 20..წ. .. ნოემბრის განჩინებით მ.ჩ-იანს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. 20..წ. .. დეკემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა 7 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1120 (ათას ას ოცი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა.
20..წ. .. მარტს აპელანტმა, მ.ჩ-იანმა მიმართა სასამართლოს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ვინაიდან იგი ითხოვდა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტს არ წარმოუდგინია კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად მისი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მას სააპელაციო საჩივარზე უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 1120 (ათას ას ოცი) ლარის ოდენობით.
საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20.. წ. .. ოქტომბრის განჩინებასთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული გაჩინებით მ.ჩ-იანის საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და Q.თ-ს ვ.-ს.ს რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივლისის დადგენილება ქ. Q.თ-ს ვ.-ს.ს რაიონული პროკურატურის მიერ 20.. წლის . ივნისს მადონა ბ-ძის, გ.ბ-ძისა და ს.ბ-ძის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა ძალაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
Q.თ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ჩ-იანმა.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო პალატამ განჩინებაში შეგნებულად ან დაუდევრობით არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
მისივე განმარტებით პროკურატურაში იგი ითხოვდა ს. ბ-ძისა და სხვა პირთა პასუხისგებაში მიცემას თაღლითობის მუხლით, რომელთაც მიაყენეს .. 000 ლარის მატერიალური ზიანი, მაგრამ პროკურატურამ ჩათვალა, რომ ს. ბ-ძემ ჩაიდინა სამსახურებრივი დანაშაული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის I ნაწილით, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო იგი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით ვ.-ს.ს რაიონულმა სასამართლომ და ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლომ დადგენილად ჩათვალა და პირდაპირ მიუთითა განჩინებაში რომ ნოტარიუსმა ს. ბ-ძემ არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის – მ.ჩ-იანის უფლებების არსებით დარღვევა გამოიწვია და მისი დანაშაულებრივი ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული მუხ. 342-ე მუხლის I ნაწილით. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე იგი განთავისუფლებული უნდა იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ.ჩ-იანმა მოითხოვა გასაჩივრენული განჩინების გაუქმება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ მ.ჩ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ.ჩ-იანს სააპელაციო საჩივარზე განესაზღვრა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასაამართლოსთვის წარმოდგენა. მხარემ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
Q.თ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინებით, მ.ჩ-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ამავე კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთერთ პირობას წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარმოდგენა. ვინაიდან მხარემ სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 20..წ. განჩინების სამართლებრივ მოტივაციას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა გარემოებები და კანონიერად არ მიიღო მხედველობაში მხარის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საქართველოს უზენაესს სასამართლოს 20.. წ. .. ოქტომბრის განჩინება, რომლის შესაბამისად აპელანტი უნდა განთავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, იმ საფუძვლით, რომ ის ითხოვდა დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აპელანტის მიერ Mწარმოდგენილი განაჩენი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო როგორც ბაჟის გადახდისაგან Gგანთავისუფლების საფუძვლი, ვინაიდან აღნიშნული განაჩენით მ.ჩ-იანის საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და Q.თ-ს ვ.-ს.ს რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივლისის დადგენილება ქ.Q.თ-ს ვაკე-საბრთალოს რაიონული პროკურატურის მიერ 20.. წ. . ივნისს მადონა ბ-ძის, გ.ბ-ძის და ს.ბ-ძის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა ძალაში. შესაბამისად არც მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ.ჩ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
Q.თ-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.