ას-349-701-07 15 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ო-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ო-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად ბინიდან გამოსახლების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ... გამზირ ¹26-ის 3ბ კორპუსის ¹1-ში მდებარე ბინა გამოთხოვნილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა ე. კ-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ.ო-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი, რაზეც ბ.ო-მ შეიტანა კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ბ.ო-ს მიეცა 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად. საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება მხარეს ჩაბარდა 2007 წლის 25 მაისს, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ო-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განჩინებით ბ. ო-ის კერძო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს გზავნილი კერძო საჩივრის ავტორს 2007 წლის 25 მაისს ჩაბარდა. აღნიშნულის მიუხედავად, ბ. ო-ს საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მოუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ო-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ო-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.