ას-350-702--07 1 აგვისტო, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ჩ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 07 ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მელიქ ჩ-მა მოპასუხე მ. გ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 07 დეკემბრის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე მ. ჩ-ი შეიცვალა სათანადო მოსარჩელით კ. ჩ-ით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კ. ჩ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე მ. გ-ე გამოსახლდა ქ.ახალციხეში. ... ქ. ¹27-ში მდებარე სადაო ბინიდან.
2006 წლის 20 თებერვალს მ. გ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შესავსებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებაით გამო მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
პალატამ მიიჩნია, რომ მ. გ-ს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად მისამართის შეცვლის შესახებ მას სასამართლოსთვის არ უცნობებია, შესაბამისად ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ადრესატზე ჩაბარებულად ჩათვალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მას სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ არ ჩაბარებია. ასევე მისი განმარტებით სინამდვილეს არ შეეფერება, ის მოსაზრება, რომ მან საცხოვრებელი ადგილის მისამართი შეიცვალა. ვინაიდან დღესაც იმავე ბინაში იმავე მისამართზე ცხოვრობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მ. გ-ე ითხოვს გააუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლდის 21 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და გასახლდეს საქმის წარმოება.
მ. გ-მ 2007 წლის 26 ივნისს განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და განმარტა, რომ 2007 წლის 19 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ მას ჩააბარა შეტყობინება და სააღსრულებო ფურცელი ბინიდან ნებაყოფლობით გამოსახლების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა აღსრულების შეჩერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის განჩინებით მ. გ-ს დაევალა ამ განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსება (ს.ფ. 45-46).
ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ მ. გ-ს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 47). საფოსტოდ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, მ. გ-ს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ მითითებული მისამართი არასწორია (ს.ფ. 48, 52, 57).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ იგი იმავე ბინაში, იმავე მისამართზე ცხოვრობს და მისთვის განჩინების ჩასაბარებლად არავის მიუმართავს, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება გაგზავნილი იქნა სწორედ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო საქმეში არსებულ საფოსტო შეტყობინებაზე (ს.ფ. 48, 52, 57). მითითებულია, რომ ადრესატის მისამართი არასწორია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობზე, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია იმსჯელოს აღნიშნული საკითხის შესახებ, ვინიადან პალატა არ აკმაყოფილებს მ. გ-ის კერძო საჩივარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.