Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-351-603-08 9 ივლისი, 2008 წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც.ა-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ავა-დ-ია (მოსარჩელე)

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 20 მარტის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი

ნ. კ-ავა-დ-იამ განცხადებით მიმართა ქ.ის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ც.ა-ძის საკუთრებაში არსებულ, ქ.ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მიწის ნაკვეთსა და მოძრავ ქონებაზე და აგრეთვე, თ.-ის რაიონის სოფ. გ-ში მდებარე სახლსა და მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება.

ქ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ-ავა-დ-იას განცხადება და ყადაღა დაედო ქ. ქ.ში, ...ის ქ. ¹61-ში მდებარე ც.ა-ძის საკუთრებად გატარებულ საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთსა და მოძრავ ქონებას.

UGYგანჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში, გაასაჩივრა ც.ა-ძის წარმომადგენელმა, გ.გ-აძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. იანვრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და ნ. კ-ავა-დ-იას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ.ის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა იმის განმარტება, გაუქმდა თუ არა 20..წ. .. იანვრის განჩინებით ქ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ივლისის განჩინება მთლიანად და ეთქვა თუ არა ნ. კ-ავა-დ-იას უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე სრულად.

ქ.ის სააპელაციო სასამართლოს 20 მარტის განჩნებით ც.ა-ძის განცხადება ამავე სასამართლოს 20..წ. .. იანვრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ც.ა-ძემ. მან მიუთითა, რომ განჩინების როგორც სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილებიდან ჩანს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ქ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ივლისის განჩინების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლითაც განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილი არის ბუნდოვანი და ამის გამო მოითხოვეს მისი განმარტება, სააპელაციო სასამართლომ კი განჩინების განმარტების თაობაზე შეტანილი განცხადება არ დააკმაყოფილა, რაც მათი აზრით არის უკანონო.

სამოტივაციო ნაწილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..2-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასაშვებია არა ყველა გადაწყვეტილების განმარტება, არამედ მხოლოდ ისეთის, რომლის შინაარსიც გაუგებარია. ე.ი. გადაწყვეტილების განმარტება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები ან სასამართლო აღმასრულებელი ზუსტად ვერ ადგენენ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ამასთან, განმარტებით არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. დაუშვებელია, განმარტებით მოხდეს მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ.ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანია და სავსებით გასაგებია.

განჩინების როგორც სარეზოლუციო, ასევე სამოტივაციო ნაწილებიდან ნათლად ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ქ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ივლისის განჩინების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლითაც საქალაქო სასამართლომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დააკმაყოფილა.

განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ეთქვა უარი, არ გასაჩივრებულა, შევიდა კანონიერ ძალაში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..71 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლისა და 377-ე მუხლის I ნაწილის და თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს განჩინების კანონიერებას ვერ შეამოწმებდა.

ამდენად, ქ.ის სააპელაციო სასამართლოს 20..წ. .. იანვრის განჩინებით ნ. კ-ავა-დ-იას უარი ეთქვა ქ. ქ.ში, ...ის ქ. ¹61-ში მდებარე ც.ა-ძის საკუთრებად გატარებული საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთისა და მოძრავი ქონების დაყადაღებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად თქვა უარი განჩინების განმარტების თაობაზე და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამრთლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც.ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 20 მარტის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.