Facebook Twitter

ას-369-619-08 21 მაისი, 2008 წ

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა.დ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. გ., მ. და ი.გ-შვილები (მოპასუხეები)

წარმომადგენელი – , გ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. მარტის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

Q.თ.ის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 20.. წ. .. იანვარს სარჩელით მიმართა ა.დ-შვილმა.

მოსარჩელის განმარტებით, მამა -- ა.დ-შვილი რეპრესირებული იყო საქართველოს სსრ შინსახკომის სამეულის დადგენილებით 19.. წელს და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა, რაც სისრულეში იყო მოყვანილი იმავე წელს. იგი რეაბირიტირებულია 19.. წელს, ხოლო ვაკის რაიონული სასამართლოს 19.. წლის .. ნოემბრის გადაწყვეტილებით აღიარებული იყო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ასევე მოსარჩელის განმარტებით მის მამას ა.დ-შვილს უკანონოდ კონფისკაციის გზით ჩამოერთვა ქ. Q.თ.ში, ჭავჭავაძის გამზ. ¹., მე-. შად., ბ. ¹.. (წილობრივი მონაცემები ../... ნაწილი), ხოლო კონფისკაციაქმნილი ოთახები დაიკავა მოპასუხე ქ. გ-შვილმა, რომელზეც რეგისტრირებულია აღნიშნული ფართი.

რაიონული სასამართლოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოცემული საქმე მისი შემდგომი განხილვის მიზნით დაექვემდებარა Q.თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

20.. წ. . იანვარს გარდაიცვალა მოპასუხე ქეთევან გ-შვილი. 20.. წ. .. აპრილის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

20.. წ. .. ოქტომბრის განჩინებით საქმეზე საქმის წარმოება განახლდა, ხოლო 20.. წ. . აპრილის საოქმო განჩინებით ქეთევან გ-შვილის უფლებამონაცვლედ დაშვებული იყო მ. გ-შვილი, ასევე სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მ. გ-შვილთან ერთად მოითხოვა მისი ოჯახის წევრების , გ-შვილის, გ. გ-შვილის და არასრულწლოვანი შვილების მ. და ი.გ-შვილების გამოსახლება სადავო ბინიდან.

Q.თ.ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.. წ. .. ივნისის გადაწყვეტილებით ა.დ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.დ-შვილმა.

Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. მარტის საოქმო განჩინებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. მარტის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.დ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება უკანონოა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი შუამდგომლობის მიუხედავად საქმის სხვა დროისათვის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მან წარადგინა 28-ე პოლიკნინიკის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ იგი არის 1 ჯგუფის ინვალიდი, აქვს პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის მრავლობითი ტრავმების ნარჩენი მოვლენები, გაუარესებული აქვს მდგომარეობა ჰემორაგიული ვასკულენის და ნეკნთაშუა ნევრალგიის გამო და ესაჭიროებოდა წოლითი რეჟიმი. მიუხედავად აღნიშნულისა სააპელაციო პალატამ მაინც დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო ა.დ-შვილის მიერ საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია რომ Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. მარტის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რასაც საფუძვლად დაედო აპელანტის პროცესზე გამოუცხადებლობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი განსაზღვრავს თუ რას შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. ასეთად კი შეიძლება ჩაითვალოს თუ პირის პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათეავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით. ამასთან აღნიშნული ნორმა უთითებს იმ აუცილებელ რეკვიზიტებზე, რომელიც უნდა იყოს მითითებული ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, კერძოდ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა.დ-შვილმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სამედიცინო ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ იგი არის 1 ჯგუფის ინვალიდი, აქვს პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის მრავლობითი ტრავმების ნარჩენი მოვლენები, გაუარესებული აქვს მდგომარეობა ჰემორაგიული ვასკულენის და ნეკნთაშუა ნევრალგიის გამო და ესაჭიროებოდა წოლითი რეჟიმი.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან წარმოდგენილ ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე, ამიტომ აღნიშნული ცნობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო ა.დ-შვილის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ამასთან განმარტავს, რომ მართალია ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული რომ მხარეს არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, მაგრამ ცნობაში მითითებული გარემოება, რომ ა.დ-შვილს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი თავისთავად გულისხმობს, რომ მას შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, რის გამოც ის ვერ შეძლებდა 20.. წ. .. მარტს დანიშნულ პროცესზე გამოცხადებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. მარტის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 28.-ე, .19-.20-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა.დ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. მარტის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.