Facebook Twitter

ას-38-373-09 26 თებერვალი 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ლ. ჭ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კოოპერატივი “მ. ძ.” (მოსარჩელე).

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 03 დეკემბრის განჩინება.

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

დავის საგანი – 1999 წლის 10 აგვისტოს ¹8/7 დადგენილების გაუმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 21 ივნისს მარნეულის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

Pმარნეულის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორს გაშვებული ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რადგან მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საგადასახადო სამსახურს ჩაბარდა 2000 წლის 17 თებერვალს.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურ ცენტრს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული იქნა სააპელაციო საჩივრით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 03 დეკემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურ ცენტრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

Dთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კოოპერატივ “მ. ძ.” თავმჯდომარის ჯ. ა-იანის სარჩელი.

Dპალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 21 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ საჩივრით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება.

Pპალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საპროცესო ვადის გაშვება წარმოადგენს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს და არა უსაფუძვლობის გამო დაუკმაყოფილებლობის საფუძველს.

სამოქალაქო პალატა თვლის, რომ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი მისი დაუშვებლობის გამო.

Aაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უფროსმა ლ. ჭ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრს არ ჩაბარებია არც სასამართლო უწყება საქმის განხილვის დროისა და განხილვაში მონაწილეობის თაობაზე და არც სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მას არ მისცემია არც პოზიციის დაფიქსირების საშუალება და არც გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დაცვის საშუალება.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას აღნიშნული არგუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული. სასამართლოს მხრიდან არასათანადოდ იქნა გამოკვლეული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსპექციისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება. სადავო განჩინებაში მითითებულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება საგადასახადო ორგანოს ჩაბარდა 2000 წლის 16 თებერვალს, რაც დარეგისტრირდა საგადასახადო ორგანოს კანცელარიის ჟურნალში, კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებული არ არის დოკუმენტის სახეობა და ნომერი, რაც დასაწყისშივე გამორიცხავს დოკუმენტის იდენტიფიცირების საშუალებას.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 03 დეკებრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურ ცენტრს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2000 წლის 17 თებერვალს (ტ .II ს.ფ. 66-70.) შესაბამისად გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 17 თებერვალს და ამოიწურა 27 თებერვალს, რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ საჩივარი წარდგენილი იქნა 2007 წლის 21 ივნისს კანონით გათვალისწინებული ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაბარებია არც სასამართლო უწყება და არც სასამართლოს მიერ 2000 წლის 11 თებერვალს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო საქმეში არსებული წერილით კი დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურ ცენტრს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2000 წლის 17 თებერვალს და გასაჩივრებული იქნა 2007 წლის 21 ივნისს. შესაბამისად მის მიერ გაშვებული იქნა კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციოს სასამართლოს დასკვნას, რომ საპროცესო ვადის გაშვება წარმოადგენს საჩივრის განუხილველად დატოვების და არა უსაფუძვლობის გამო დაუკმაყოფილებლობის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 237-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.