ას-384-633-08 19 მაისი, 2008 წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ.მ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა.მ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თ.-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა.მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ-შვილის მიმართ ზიანის _ 1640 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 19.. წ. .სექტემბერს მოპასუხის ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე ფ.უ-შვილი, რის გამოც გ.მ-შვილი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და სასჯელის სახით აღეკვეთა თავისუფლება. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ს.ის რაიონული სასამართლოს 19.. წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. მ-შვილს დაეკისრა მოსარჩელის მეუღლის დაკრძალვის ხარჯების _ 1075 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გ.მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. სააპელაციო სასამართლოს 20..წ. . თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ა.ა.მ-შვილის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, კერძოდ, Q.თ.- რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ივლისის მოსამზადებელი სხდომის ოქმისა და ამავე სასამართლოს 20.. წ. .. სექტემბრის გადაწყვეტილების ასლები.
თ.-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . თებერვლის განჩინებით გ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ გ.მ-შვილის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი გამოვლინდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდგომ. ა.ა.მ-შვილის მიერ წარმოდგენილი Q.თ.- რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ივლისის სასამართლო სხდომის ოქმსა და ამავე სასამართლოს 20..წ. .. სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ს.ის რაიონული სასამართლოს 19.. წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებაზე 20..წ. .. მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 20..წ. .. მაისს მოპასუხე გ.მ-შვილმა მიიღო აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, თუმცა მოგვიანებით გ.მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კახეთის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის _ ა.მ-შვილის მიმართYდა მოითხოვა ნებაყოფლობითი აღსრულების წინადადების ბათილად ცნობა, ასევე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ ს.ის რაიონული სასამართლოს 19.. წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებისა და მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან _ 19.. წ. . იანვრიდან გასულია .. წ. მეტი, რაც, “სააღსრულებო წარმოებაში შესახებ” კანონის 34-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, სამოქალაქო საქმე _ ა.ა.მ-შვილის სარჩელის გამო გ.მ-შვილის მიმართ ნაწარმოებია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.მ-შვილისათვის გასაჩივრებული ს.ის რაიონული სასამართლოს 19.. წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი იყო 20..წ. .. სექტემბრისთვის მაინც, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა 20..წ. ..ნოემბერს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ.მ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, როდესაც მიუთითა, რომ, Q.თ.- რაიონული სასამართლოს 20..წ. .. სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, გ.მ-შვილისათვის ცნობილი გახდა ს.ის რაიონული სასამართლოს 19..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებანი, ვინაიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ იყო. სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდება გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ს.ის რაიონული სასამართლოს 19..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილება აპელანტმა ჩაიბარა 20..წ. . ნოემბერს. ამდენად, სადავო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი და მოწინააღმდეგე მხარისათვის გ.მ-შვილის სააპელაციო საჩივრის გაგზავნისას ა.ა.მ-შვილს არ განუსაზღვრა ვადა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საპროცესო დოკუმენტების წარმოსადგენად. შემდეგ კი არასწორად მიიღო ა.ა.მ-შვილის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი Q.თ.- რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი და .. სექტემბრის გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ს.ის რაიონული სასამართლოს 19..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.მ-შვილს დაეკისრა ა.მ-შვილის საარგებლოდ 1075 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.
საკასაციო სასამართლოს 20..წ. .. აპრილის განჩინებით გ.მ-შვილს სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 20..წ. .. მაისს გ.მ-შვილმა წინადადება მიიღო სააღსრულებო ბიუროდან ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ. 20..წ. .. ოქტომბერს მოპასუხე მხარემ განცხადებით მიმართა სასამართლოს 19..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილების ასლის მიღების შესახებ, რომელიც ამავე წლის . ნოემბერს ჩაბარდა წარმომადგენლის მეშვეობით. 20..წ. .. ნოემბერს გ.მ-შვილმა ს.ის რაიონული სასამართლოს 19..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც სააპელაციო პალატამ წარმოებაში მიიღო, თუმცა 20..წ. . თებერვალს ა.ა.მ-შვილის მიერ ახალი მტკიცებულებების _ Q.თ.- რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ივლისის მოსამზადებელი სხდომის ოქმისა და ამავე სასამართლოს 20..წ. .. სექტემბრის გადაწყვეტილების ასლების წარდგენის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. ამასთან, მითითებული ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ ს.ის რაიონული სასამართლოს 19..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილება აპელანტ მხარეს ჩაბარდა 20..წ. . ნოემბერს, თუმცა საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ გ.მ-შვილი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას გაეცნო ჯერ კიდევ 20..წ. .. სექტემბრისათვის. აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად უდევს საქმეში წარმოდგენილი Q.თ.- რაიონული სასამართლოს 20..წ. .. სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული გ.მ-შვილის წარმომადგენელ ი.პეტრიაშვილის განმარტება, რომ მის მიერ “მოძიებულ იქნა ს.ის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული სამოქალაქო საქმე, რომელზედაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე მოსარჩელე გ.მ-შვილს დაეკისრა მოპასუხე ა.მ-შვილი-უსუფაშვილის სასარგებლოდ 1075 ლარის გადახდა”. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა ზემოთ მოყვანილი მხარის განმარტება, სადავო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 20..წ. .. სექტემბრიდან მართებულად აითვალა და 20..წ. ..ნოემბერს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეტანილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, გ.მ-შვილის სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნისას ა.ა.მ-შვილს მტკიცებულებათა წარდგენის ვადა არ განუსაზღვრა, ვინაიდან აღნიშნულით აპელანტის კანონიერი ინტერესები არ დარღვეულა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.მ-შვილს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ.მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
თ.-ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი.
გ.მ-შვილს დაევალოს სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა შემდეგ რეკივიზტებზე: თ.-ს არასაგადასახადო შემოსულობების ¹........., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹........., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹........., დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.