საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-397-645-08 9 ივლისი, 2008 წელი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.ნ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ზ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20..წ. . ივნისს ზ.ზ-შვილმა სარჩელით მიმართა ახალიციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დ.ნ-ძის მიმართ და მოითხოვა ახალციხის რაიონული საამართლოს 20.. წლის . აგვისტოს განჩინებით მოპასუხე დ.ნ-ძის ბავშვის აღსაზრდელად დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ.ზ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი განთავისუფლდა ახალიციხის რაიონული სასამართლოს 20..წ. 2 აგვისტოს განჩინებით მოპასუხე დ.ნ-ძის ბავშვის აღსაზრდელად დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა დ.ნ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. დეკემბრის განჩინებით დ.ნ-ძის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ნ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ზ.ზ-შვილი განთავისუფლდა ყოველთვიურად ალიმენტის _ 20 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დავა ქონებრივ-სამართლებრივია, შესაბამისად, სააპელაციო საგნის ღირებულება სსკ-ის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სამი წლის განმავლობაში შეადგენდა 720 (20X36) ლარს, რაც ..00 ლარზე ნაკლებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დატოვა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.ნ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა არა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ მის პროცესუალურ მხარეზე და დაედგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური კანონიერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება ..00 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მითითებული მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმღვანელოს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და კანონით. დავის საგნის განსაზღვრის წესი ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40-41-ე მუხლებში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება _ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ.ზ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი განთავისუფლდა ახალიციხის რაიონული სასამართლოს 20..წ. 2 აგვისტოს განჩინებით მოპასუხე დ.ნ-ძის ბავშვის აღსაზრდელად 20 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან.
ასევე დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა ქონებრივ-სამართლებრივია, რის გამოც სააპელაციო საგნის ღირებულება სსკ-ის 41-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სამი წლის განმავლობაში შეადგენს 720 (20X36) ლარს, რაც არ აღემატება ..00 ლარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა არა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ მის პროცესუალურ მხარეზე და დაედგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური კანონიერება. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელა არა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა კი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, რომლის მიხედვით სააპელაციო საჩივარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება ..00 ლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ.ნ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4..-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ.ნ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. იანვრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.