Facebook Twitter

¹ას-399-647-08 მაისი, 2008 წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ.სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი _ ვ.ჯ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ჯ-ავა

გასაჩივრებული განჩინება – Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი _ იურიდიული ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20..წ. .. ნოემბერს ვ. ჯ-ავამ განცხადებით მიმართა ქ.შ.ის რაიონული და ქ.შ.ის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული ფაქტის დადგენა.

ქ.შ.ის რაიონული და ქ.შ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვჯ-ავას განცხადება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ქ.შ.ის რაიონული და ქ.შ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 20..წ. .. თებერვალს (ს.ფ... და ..).

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ვადის ათვლა დაიწყო 20..წ. 29 თებერვლიდან და ამოიწურა 20..წ. .. მარტს.

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 20..წ. .. მარტს, შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი .. დღიანი ვადა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვ.ჯ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 20..წ. .. თებერვალს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქ.შ.ის რაიონული და ქ.შ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილება ტელეგრაფის საშუალებით გაასაჩივრა ამა წლის .. მარტს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი .. დღიანი ვადა ყოვლად უსაფუძვლოა, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლო უთითებს გასაჩივრების ვადა ამოიწურა .. მარტს, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა .. მარტს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად დადგენილ ვადაში შესრულებულ მოქმედებად ითვლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და საქმის მასალებს და მიიჩნია რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია რომ ქ.შ.ის რაიონული და ქ.შ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაბარდა 20..წ. .. თებერვალს (ს.ფ... და ს.ფ...).

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 20..წ. .. მარტს (ს.ფ...).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას შეადგენს .. დღე. ამ ვადის გაგრძელება, (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ.შ.ის რაიონული და ქ.შ.ის საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. ნოემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 20..წ. .. თებერვალს რომელიც მას უნდა გაესაჩივრებინა კანონით განსაზღვრულ .. დღის ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ დეპეშას (ს.ფ. 54), რომლითაც მხარე მიიჩნევს, რომ ასაჩივრებს ქ.შ.ის საქალაქო და ქ.შ.ის რაიონული სასამართლოს 20..წ. გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ..4-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ვ.ჯ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

Q.თ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.